Thursday, January 29, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“ლაგოდეხში პოლიციის თანამშრომლებზე სამმა პირმა იძალადა”- შსს

January 28, 2026
რატომ მოკლა ზუგდიდში ქალმა ქალი – სავარაუდო მიზეზი ცნობილია

შ

ინაგან საქმეთა სამინისტრომ კახეთში პოლიციის მიმართ ჯგუფურად ჩადენილი წინააღმდეგობისა და ძალადობის ბრალდებით სამი პირი დააკავა. ამის შესახებ ინფორმაციას უწყების პრესსამსახური ავრცელებს.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, სამართალდამცველებმა პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს, გადამოწმების მიზნით, სამი პირი შეაჩერეს, რა დროსაც ბრალდებულებმა პოლიციელებს წინააღმდეგობა გაუწიეს და მიაყენეს როგორც სიტყვიერი, ასევე, ფიზიკური შეურაცხყოფა.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის ლაგოდეხის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, პოლიციის მიმართ ჯგუფურად ჩადენილი წინააღმდეგობისა და ძალადობის ბრალდებით სამი პირი: 2001 წელს დაბადებული ნ.შ., და წარსულში ნასამართლევები: 1990 წელს დაბადებული ი.კ. და 1994 წელს დაბადებული ლ.ი. დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 27 იანვარს, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, სამართალდამცველებმა პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს, გადამოწმების მიზნით, სამი პირი შეაჩერეს, რა დროსაც ბრალდებულებმა პოლიციელებს გაუწიეს წინააღმდეგობა და მიაყენეს როგორც სიტყვიერი, ასევე, ფიზიკური შეურაცხყოფა.

აღნიშნული ძალადობრივი ქმედების შედეგად შინაგან საქმეთა სამინისტროს ოთხმა თანამშრომელმა სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო.

საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამართალდამცველებმა სამივე პირი ბრალდებულის სახით, შემთხვევის ადგილზევე დააკავეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “ტემპერატურა -15°-მდე დაეცემა”- განახლებული პროგნოზი
  • 29 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი
  • “ქორწილში მიდიოდნენ, რა დროსაც ეს ტრაგედია დატრიალდა”- ტრაგედიის ახალი დეტალები

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge