აღკვეთის ღონისძიების სახით მოთხოვნილი იქნა 500 ათასი ლარის ოდენობის საპატიმრო გირაო. როგორც ჩემთვის ცნობილია, ეს იქნება უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი – აღნიშნულის შესახებ ილია ღუდუშაურის ადვოკატმა, ლევან სეფიაშვილმა პროცესის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.
“იმ ნაწილში, რაც საჯაროდ გახდა ცნობილი და, მათ შორის, პროცესზე, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი აღიარებს ბრალს, ხოლო რაც შეეხება თანამშრომლობის ნაწილს, ამ კონკრეტიკაში ვერ შევალ იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი დასაცავი პირის ინტერესები არსებობს ამასთან დაკავშირებით.
რაც შეეხება გირაოს ნაწილს, აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა გირაო იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენი დასაცავი პირი აღიარებდა წარდგენილ ბრალს, არის ნაკლებად მძიმე დანაშაული და ვფიქრობთ, რომ მოთხოვნილი აღკვეთის ღონისძიება არის კანონიერი და ბრალდების მხარემ გაითვალისწინა ის წინაპირობები, რაც არსებობდა აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე. აღკვეთის ღონისძიების სახით მოთხოვნილი იქნა 500 ათასი ლარის ოდენობის საპატიმრო გირაო. როგორც ჩემთვის ცნობილია, ეს იქნება უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი” – განაცხადა ადვოკატმა.
