Tuesday, January 27, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“საქართველოში შემოსული 19 ტანკერი შესაძლოა, რუსეთის ჩრდილოვან ფლოტთან იყოს კავშირში” – “აი, ფაქტი“

January 27, 2026
“საქართველოში შემოსული 19 ტანკერი შესაძლოა, რუსეთის ჩრდილოვან ფლოტთან იყოს კავშირში” – “აი, ფაქტი“

საქართველოში შემოსული 19 ტანკერი შესაძლოა, რუსეთის ჩრდილოვან ფლოტთან იყოს კავშირში – როგორც„აი, ფაქტი“ წერს, ტანკერები, რომლებიც საქართველოში 2024-2026 წლებში იმყოფებოდნენ, „ჩრდილოვანი ფლოტის“ გემებისთვის დამახასიათებელ ყველა კრიტერიუმს აკმაყოფილებენ.

ცნობისთვის “ჩრდილოვანი ფლოტი” მოსკოვმა უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ შექმნა, მოძველებული ტანკერების გამოყენებით, რათა საერთაშორისო შეზღუდვებისთვის გვერდი აევლო.

„აი, ფაქტმა“ 2 თვის განმავლობაში აკვირდებოდა საქართველოს პორტებში  – ბათუმში, ფოთსა და ყულევში შემოსულ გემებს ად ამის მიხედვით მოამზადა ჟურნალისტური გამოძიება.

“ჩვენმა დაკვირვებამ გამოავლინა, რომ რუსეთის პორტებიდან გამოსული ნავთობტანკერები შავი ზღვის ძირითად ნავთობსატრანსპორტო მარშრუტებზე გადაადგილებისას პერიოდულად თიშავენ ავტომატურ საიდენტიფიკაციო სისტემას, აყალბებენ კოორდინატებს და ჩერდებიან სანაპიროდან მოშორებით.”

გემების მენეჯერებმა და მფლობელებმა ტრანსპონდერის გამორთვა შეიძლება ახსნან სიგნალის ზოგადი დაბლოკვით, ან ტექნიკური ხარვეზით. ამ ვერსიის გასაბათილებლად, “აი ფაქტმა” OCCRP-ის ID-ს გადაამოწმებინეს, ფიქსირდებოდა თუ არა შავ ზღვაში რაიმე ზოგადი ტექნიკური ხარვეზი იმ დროს, როცა სტატიაში ნახსენები ტანკერები სიგნალს თიშავდნენ. OCCRP-დან ორგანიზაციას მიწერეს, რომ Global Fishing Watch-ის მონაცემებით, ამ პერიოდში, სხვა გემები აქტიურად გადასცემდნენ AIS სიგნალებს. ანუ, ამ დროს, შავ ზღვაში GPS სიგნალები დაბლოკილი არ ყოფილა.

რა არის “ჩრდილოვანი ფლოტი” და როგორ მუშაობს ის?

„ჩრდილოვანი ფლოტის“ გემები, როგორც წესი, საერთაშორისო ნაოსნობის ინდუსტრიის სტანდარტული მარეგულირებელი ჩარჩოების მიღმა მოქმედებენ. მათ რამდენიმე ძირითადი მახასიათებელი გამოარჩევთ:

მოძველებული და სტანდარტებთან შეუსაბამო ხომალდები: ამ გემების უმეტესობა 15+ ასაკისაა; მათ ხშირად არ აქვთ გავლილი ინსპექტირება და სათანადო ტექნიკური მომსახურება.

გაუმჭვირვალე მფლობელები: მათ ხშირად ფიქტიური კომპანიების მეშვეობით ფლობენ, რომელიც დარეგისტრირებულია ოფშორულ ზონებში საბოლოო მესაკუთრის დასამალად.

დასავლური დაზღვევის არქონა: ეს გემები ჩვეულებრივ მოქმედებენ სტანდარტული ინდუსტრიული დაზღვევის (P&I კლუბები) გარეშე; ისინი ეყრდნობიან მცირე, არასაიმედო მომწოდებლებს ან საერთოდ დაუზღვევლად ცურავენ.

დროშებით მანიპულირება (Flag Hopping): ოპერატორები გემებს ხშირად უცვლიან დროშებს და ირჩევენ ისეთ ქვეყნებს, სადაც სუსტი ზედამხედველობაა (მაგ. გაბონი, ესვატინი ან პანამა), ან იყენებენ ყალბ დროშებს.

ხელისუფლების კონტროლისა და თანამგზავრული მეთვალყურეობისგან თავის დასაღწევად, “ჩრდილოვანი ფლოტის” გემები სხვადასხვა „ბნელ“ სანაოსნო პრაქტიკას იყენებენ:

AIS-ით მანიპულირება: მაღალი რისკის მქონე მანევრების დროს, როგორიცაა სანქცირებულ პორტებში შესვლა ან ტვირთის გადატვირთვა, ისინი ხშირად თიშავენ თავიანთ ავტომატურ საიდენტიფიკაციო სისტემას (AIS).
GNSS “სპუფინგი”: ზოგიერთი გემი გადასცემს ყალბ GPS კოორდინატებს, რათა შეიქმნას შთაბეჭდილება, თითქოს ისინი ასობით მილის დაშორებით, ნაკლებსაეჭვო რეგიონებში იმყოფებიან.
გემიდან გემზე (STS) გადატვირთვა: ტვირთის წარმოშობის დასამალად, მას ხშირად ღია ზღვაში, ერთი გემიდან მეორეზე ტვირთავენ. ასეთი ოპერაციების დროს სანქცირებული ნედლი ნავთობი შესაძლოა არასანქცირებულ ნავთობში შეურიონ.
იდენტობის „გათეთრება“: ოპერატორებმა, შესაძლოა, გამოიყენონ ჯართად ქცეული გემების იდენტობა („გემი-ზომბები“) ან შეცვალონ IMO/MMSI ნომრები, რათა გემს ლეგიტიმური სახე მისცენ.

“ჩრდილოვანი ფლოტის” ზრდამ საერთაშორისო საზოგადოებაში სერიოზული შეშფოთება გამოიწვია რამდენიმე მიზეზის გამო:

ეკოლოგიური კატასტროფა: მოძველებული, ცუდად მოვლილი და დაუზღვეველი ტანკერების გამოყენება ზრდის ნავთობის მასშტაბური დაღვრის რისკს. ავარიის შემთხვევაში, ხშირად არ არსებობს ფინანსური მექანიზმი ტერიტორიის გასაწმენდად ან ზარალის ასანაზღაურებლად.

საზღვაო უსაფრთხოება: თვალთვალის სისტემების გამორთვითა და ყალბი ლოკაციების გადაცემით, ეს გემები საფრთხეს უქმნიან ნავიგაციას და ზრდიან შეჯახების ალბათობას დატვირთულ საზღვაო გზებზე.
უსაფრთხოების რისკები: არსებობს ეჭვი, რომ ზოგიერთი ჩრდილოვანი გემი ჩართულია ჰიბრიდულ ომში, მათ შორის ჯაშუშობასა თუ იარაღის უკანონო ტრანსპორტირებაში.
ეკონომიკური ეროზია: ამ ფლოტის მასშტაბები (რომელიც, სავარაუდოდ, მსოფლიო ნავთობის ვაჭრობის 20%-ს შეადგენს) ძირს უთხრის საერთაშორისო სანქციებისა და ენერგეტიკული რეგულაციების ეფექტურობას.

“აი, ფაქტის” მიერ მომზადებული გამოძიება სრულად იხილეთ აქ.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • სურსათის უვნებლობის სპეციალისტი მოსახლეობას საშიში პარაზიტის შესახებ აფრთხილებს
  • უკრაინის პრეზიდენტის მოლოდინით, უკრაინის ფაქტობრივი გაწევრიანება ევროკავშირში 2027 წელს მოხდება
  • რატომ უნდა მოვხარშოთ ყავა კარაქთან ერთად?

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge