Tuesday, January 27, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებით აღშფოთებული ვარ” – თბილისში დაკავებული რუსი აქტივისტის შვილი

January 27, 2026
“საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებით აღშფოთებული ვარ” – თბილისში დაკავებული რუსი აქტივისტის შვილი

საქართველოში დაკავებული რუსი აქტივისტის, მიხეილ ტიმოფეევის ვაჟი აცხადებს, რომ მამა აბსურდული მიზეზით დაუპატიმრეს. ამის შესახებ ის ვიდეომიმართვაში საუბრობს.

ტიმოფეევის ვაჟი პირდაპირ ამბობს, რომ რუსეთის ხელისუფლება მამამისს მხოლოდ იმიტომ დევნის, რომ ის პუტინის ოპონენტია.

ის ასევე მიხეილ ტიმოფეევის მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრობს და ქართველ ხალხს და “ოცნების” მთავრობას დახმარებას სთხოვს.

“მეც და ტიმოფეევის მთელი ოჯახი აღშფოთებულები და ღრმად დამწუხრებულები ვართ საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებით. მამაჩემი აბსურდული ბრალდებითაა დაპატიმრებული დანაშაულისთვის, რომლის ხანგრძლივობის ვადებიც უკვე დიდი ხანია, რაც ამოწურულია. რეალურად, კი მისი ბრალი არის მხოლოდ ის, რომ იგი ეხმარებოდა ფურგალს, რომელიც პუტინის ოფიციალური ოპონენტია. ამ დევნის პოლიტიკური ხასიათი ოფიციალურად დადასტურებულია. ამის მიუხედავად, საქართველოს პოლიციამ ნაცვლად იმისა, რომ საერთაშორისო დაცვა უზრუნველყო, რომელიც გარანტირებულია კონვენციით, დევნილის სტატუსის მქონეთათვის, ციხეში გაუშვა მამაჩემი ინტერპოლის იმ ორდერის მიხედვით, რომელიც თავად ინტერპოლმა გააუქმა.

მამა მძიმედ დაავადებულია და ციხეში გატარებული თითოეული დღე მას სიცოცხლის წლებს ართმევს. მისი დიაგნოზით სრულიად გამორიცხულია ციხის კვება და რამდენიმე დღეა ის არც ჭამს და არც არაფერს სვამს.

მივმართავ ქართველ ხალხს და მის მთავრობას, გთხოვთ, გამოიჩინეთ გულმოწყალება და გადამირჩინეთ მამა. ის კრიმინალური ავტორიტეტი კი არ არის, ჩვეულებრივი ადამიანია და არ იმსახურებს ასეთ მოპყრობას”, – ამბობს ვიდეომიმართვაში ტიმოფეევის ვაჟი.

შეგახსენებთ, საქართველოში დააკავეს რუსეთის მოქალაქე მიხეილ ტიმოფეევი ხაბაროვსკის ყოფილი გუბერნატორის სერგეი ფურგალი თანამოაზრე. ფურგალის დაპატიმრება 2020–2021 წლებში ხაბაროვსკში მასობრივი პროტესტის მიზეზი გახდა.

ტიმოფეევმა 2024 წელს საქართველოში ჩამოვიდა და პოლიტიკური დევნის საფუძვლით თავშესაფარი მოითხოვა, თუმცა უარი მიიღო. იგი 23 იანვარს ინტერპოლის წერილზე დაყრდნობით დააკავეს, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის მხრიდან ექსტრადიციის ოფიციალური მოთხოვნა არ არსებობს.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • „ყოველი ამოსუნთქვა იზიდავს კეთილდღეობას“ – ეზოთერიკოსის რჩევები
  • საშიშია თუ არა ცხოველის ბეწვი – ვეტერინარის განმარტება
  • საავტომობილო გზების დეპარტამენტი განცხადებას ავრცელებს

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge