Tuesday, January 27, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

ილია ღუდუშაურამდე დაკავებული იყო მისი ძმა, თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი ვლადიმერ ღუდუშაური

January 27, 2026
ილია ღუდუშაურამდე დაკავებული იყო მისი ძმა, თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი ვლადიმერ ღუდუშაური

ილია ღუდუშაურამდე დაკავებული იყო მისი ძმა, თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი ვლადიმერ ღუდუშაური.

ვლადიმერ ღუდუშაური პატიმრობიდან გასული წლის ოქტომბერში, პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე გათავისუფლდა. საგამოძიებო უწყებამ აღკვეთის ღონისძიების, პატიმრობის გირაოთი შეცვლა მოითხოვა
თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი, ვლადიმერ ღუდუშაური, ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვის ბრალდებით 2025 წლის ივლისში დააკავეს. მასთან ერთად დააკავეს თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე, გიორგი ხაინდრავა და ჯუანშერ ბურჭულაძის ცოლის ძმა, ვასილ მხეიძე. პატიმრობაშია თავდაცვის ყოფილი მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძეც.
გამოძიების ინფორმაციით, ჯუანშერ ბურჭულაძის მოადგილემ, გიორგი ხაინდრავამ და თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის იმდროინდელმა უფროსმა, ვლადიმერ ღუდუშაურმა ბურჭულაძის ცოლის ძმის, ვასილ მხეიძის დახმარებით, სამინისტროს მიერ სამხედრო ჰოსპიტლისთვის, მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფის აპარატის შეძენის პროცესში მიზანმიმართული ქმედებებით არაკონკურენტული გარემო შექმნეს და თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი 1 333 728 ლარი გაფლანგეს.
ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე ილია ღუდუშაური გასულ ღამეს დააკავეს. უცნობია რას ედავებიან ყოფილ მაღალჩინოსას.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • გამოცხადებული ტენდერი მისი უკანონო დავალებით შეწყდა და გამოცხადდა ახალი ტენდერი, რომლის პირობები მორგებული იყო ერთ კომპანიაზე – საგამოძიებო სამსახური
  • ვოლოდიმირ ზელენსკი განცხადებას ავრცელებს
  • “სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე დაკავებულია ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე” – ბრიფინგი საგამოძიებო სამსახურში

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge