ბათუმში ავარიის შედეგად 2 ადამიანი დაშავდა – ინფორმაციას გამოცემა “ბათუმელები” ავრცელებს. მათივე ცნობით, ვაჟა-ფშაველასა და რუსთაველის ქუჩების კვეთაში ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილი და მოტოციკლი შეეჯახა. თვითმხილველების ცნობით, მოტოციკლზე მყოფი ორი ახალგაზრდა სასწრაფო სამედიცინო სამსახურმა გადაიყვანა შემთხვევის ადგილიდან, მათგან ერთი მძიმე მდგომარეობაში იყო.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
