“უნდა ველოდოთ ტრამპისადმი ლუკაშენკოს მხარდაჭერას გრენლანდიის ანექსიის საქმეში. დიდი ვირეშმაკა ვინმეა ეს ლუკაშენკო, აი ნახავთ, თუ ეს ასე არ მოხდა” – ამის შესახებ პოლიტიკოსი რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში წერს.
“კრემლის თუთიყუშმა, დიმიტრი პესკოვმა ტრამპი წააქეზა-თუ გრენლანდიას დაიპყრობ, მსოფლიო ისტორიაში შეხვალო. ეს პუტინის გზავნილია.
გრენლანდიის დანიისაგან მოწყვეტის მცდელობა, ნაცვლად იმისა, რომ კრემლის აღშფოთების საგანი ყოფილიყო, სრული სიმშვიდით იქნა აღქმული. გრენლანდიის მიერთება ნატოს დასასრული და ამერიკასა და ევროპას შორის დიდი განხეთქილების მომტანი იქნება და სწორედ ამაზე ოცნებობს ახლა პუტინი. დანიის ანუ ფაქტობრივად ნატოს კონტროლქვეშ იქნება გრენლანდია თუ ამერიკის, რუსეთისათვის ამით დიდად არაფერი იცვლება.
უნდა ველოდოთ ტრამპისადმი ლუკაშენკოს მხარდაჭერას გრენლანდიის ანექსიის საქმეში. დიდი ვირეშმაკა ვინმეა ეს ლუკაშენკო, აი ნახავთ, თუ ეს ასე არ მოხდა. თანაც ლუკაშენკო მიწვეული იქნა პუტინთან ერთად ე. წ. მშვიდობის საბჭოში, რომელიც ტრამპის თაოსნობით იქმნება. საწევრო ერთი მილიარდი დოლარია. ერთს კი არა ას მილიარდს ( გაყინული აქტივების მესამედს) გადაიხდის პუტინი სისხლიანი ხელების ჩამოსარეცხად. არც ლუკაშენკო დაიშურებს მილიარდს. რაში ენაღვლება, მისი ჯიბიდან ხომ არ მიდის”
