საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სოციალურ ქსელში ირაკლი ღარიბაშვილის დაკავებას ეხმიანება და წერს, რომ “რეჟიმი პოზიციებს კარგავს”.
სალომე ზურაბიშვილი აღნიშნავს, რომ “ტერორი საქართველოში სამოქალაქო საზოგადოებისა და ოპოზიციის შემდეგ, ახლა მმართველ ელიტასაც აღწევს”.
“ტერორი საქართველოში სამოქალაქო საზოგადოებისა და ოპოზიციის შემდეგ, ახლა მმართველ ელიტასაც აღწევს: მინისტრები (თავდაცვის, სახელმწიფო უსაფრთხოების, ეკონომიკის) ციხეებში არიან! ყოფილ პრემიერ-მინისტრს, თავდაცვის მინისტრს და შინაგან საქმეთა მინისტრ ღარიბაშვილს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. რეჟიმი პოზიციებს კარგავს!” – წერს სალომე ზურაბიშვილი.
შეგახსენებთ, ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი დააკავეს. ღარიბაშვილს პროკურატურა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მესამე ნაწილს დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას ედავებოდა.”ყოფილმა პრემიერმა სასამართლო პროცესზე ბრალი აღიარა და პროკურატურამ საპროცესო შეთანხმება გააფორმა, რის შედეგადაც, მას 5-წლიანი პატიმრობა და 1 მილიონი ლარის ოდენობით ჯარიმა მიესაჯა.
