გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, “ენერგო-პრო ჯორჯიას“ ქსელში არსებული აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება – ამის შესახებ ინფორმაციას “ენერგო-პრო ჯორჯია“ ავრცელებს.
გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 28 ოქტომბერს 10:00-დან 19:00 საათამდე ენერგომომარაგება შეეზღუდებათ აბონენტებს დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში – ჭართალი, მუგუდა, დოლასქედი, ჩიტაურები, ვეშაგურნი, გვრიტო, ხანდო, წითლიანი და მიმდებარე სოფლებში.
11:00-დან 19:00 საათამდე ძაბვა შეუწყდებათ აბონენტებს გუდაურში, ქუმლისციხეში, ზემო მლეთაში და მიმდებარე ტერიტორიაზე.
15:00-დან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება დროებით გაითიშება მცხეთის რაიონის სოფლებში – მუხრანი, ვარდისუბანი, ქსოვრისი, ძველი ქანდა, ბურიანი.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.
