Thursday, November 20, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

„დგებუაძისთვის გაწნილი სილა არ უკავშირდება მის საქმიანობას“ – მზია ამაღლობელის სააპელაციო საჩივარი

October 27, 2025
„დგებუაძისთვის გაწნილი სილა არ უკავშირდება მის საქმიანობას“ – მზია ამაღლობელის სააპელაციო საჩივარი

„ირაკლი დგებუაძისთვის გარტყმული სილა არ უკავშირდება მის კანონიერ საქმიანობას… არ დასტურდება არცერთი საპოლიციო ფუნქცია/მოქმედება, რასაც ასრულებდა ირაკლი დგებუაძე და რომლის გამოც მან მიიღო სილა.“  – აღნიშნულია მზია ამაღლობელის სააპელაციო საჩივარში, სადაც სამართლებრივად არის დასაბუთებული, რატომ არის დაუსაბუთებელი და უკანონო „მზია ამაღლობელის საქმეზე“ კვალიფიკაციის შეცვლა.

„ბრალდების ახალი ფორმულირებით არ ჩანს, თუ რატომ ჰქონდა მზია ამაღლობელს ირაკლი დგებუაძის რომელიმე საქმიანობის ხელშეშლის მიზანი, ან ჰქონდა კი საერთოდ ასეთი. სამსახურებრივი საქმიანობით გაღიზიანება არ იძლევა სსკ-ის 353-ე მუხლით კვალიფიკაციის საშუალებას.

ხელშეშლა უნდა იყოს მაშინ, როდესაც პოლიციელი ახორციელებს კონკრეტულ უფლებამოსილებას და იცავს საზოგადოებრივ წესრიგს, ანუ ახორციელებს კანონით გათვალისწინებულ ფუნქციას, იმყოფება ამ ფუნქციის განხორციელების პროცესში. შესაბამისად, ხელშეშლა და პოლიციელის ის საქმიანობა, რისი ხელშეშლის სურვილიც ჰქონდათ, დროში თანხვედრი მოქმედებებია.

ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ ნორმის კანონისმიერი კონსტრუქცია ვერ მიებმება პოლიციელის ისეთ მოქმედებას, რაც კანონით არ არის გაწერილი, გათვალისწინებული და მით უფრო ეს ვერ იქნება ნავარაუდევი ასეთი ფუნქცია. ამიტომ, სისხლის სამართლის ამ ნორმის თვალსაზრისით, პოლიციელის საქმიანობა საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის კუთხით არ არის აბსტრაქტული. შესაბამისად, სასამართლომ უნდა დაგვანახოს პოლიციელის ეს ფუნქცია, მაშინ, როდესაც ქმედებას აკვალიფიცირებს სსკ-ის 353-ე მუხლით,“ – აღნიშნულია საჩივარში.

საჩივარში საუბარია სასამართლოს გაუმართავი მსჯელობის შესახებ, რადგან მათ ჰქონდათ წარმოდეგნილი მტკიცებულებები სხვა მუხლის თვალსაზრისით, რომლებიც არ მოიაზრებდა და საჭიროებდა მუხლის გადაკვალიფიცირებას.

„მაგალითად, გასაჩივრებული განაჩენის 5.23 პუნქტში სასამართლო ავითარებს მსჯელობას: „სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმეში არსებობს სისხლის სამართლის საპროცესო ნორმების დაცვით მოპოვებული, უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომლითაც, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, დადასტურებულია მზია ამაღლობელის მიერ პოლიციის მუშაკის მიმართ წინააღმდეგობა საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისათვის ხელის შეშლის, მისი საქმიანობის შეწყვეტის ან შეცვლის მიზნით ჩადენილი ძალადობით.

აღნიშნული მტკიცებულებები გამოკვლეულია სასამართლო სხდომაზე, მხარეთა მონაწილეობით, საქმის განხილვისას, რა დროსაც, დაცვის მხარეს ჰქონდა სრული შესაძლებლობა, რომ ჯეროვნად წარმოედგინა და ემტკიცებინა თავისი პოზიცია ბრალდებასთან დაკავშირებით. რაც შეეხება პოლიციელზე თავდასხმის ფაქტს სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით, აღნიშნული ვერ დადასტურდა საქმეში არსებული უტყუარი მტკიცებულებების ერთობლიობით, რის თაობაზეც სასამართლო სამართლებრივი შეფასების ნაწილში იმსჯელებს.

სამართლებრივად გაუმართავ და არათანამიმდევრულ მსჯელობაში, სასამართლო ამბობს, რომ დაცვის მხარეს ჰქონდა შესაძლებლობა ჯეროვნად ემტკიცებინა თავისი პოზიცია ბრალდებასთან დაკავშირებითო და ბრალდების დამადასტურებელი მტკიცებულებები გამოკვლეულია სასამართლოს მიერო.

სასამართლოს, როგორც ჩანს, გამორჩა მხედველობიდან, რომ მან გადააკვალიფიცირა ბრალდება და ისიც, რომ ბრალდებას წარმოდგენილი ჰქონდა მტკიცებულებები სხვა მუხლის თვალსაზრისით. გარდა ამისა, ამ აბზაცის შემდეგ წინადადებაში სასამართლო მსჯელობს, რომ თავდასხმა არ დადასტურდა, რაშიც სრულებით ვეთანხმებით სასამართლოს.

რაც შეეხება, სხვა მტკიცებულებებს, რაც დაადასტურებდა ახალ გარემოებებს სსკ-ის 353-ე მუხლის თვალსაზრისით, ამ სასამართლოზე არც წარმოდგენილა და არც გამოკვლეულა, ვინაიდან ბრალდების ყველა მტკიცებულება, მათი აზრით, წარმოდგენილი იყო სსკ-ის 3531-ე მუხლით ბრალდების მტკიცების თვალსაზრისით. ამ ორი მუხლის მაკვალიფიცირებელი ფაქტობრივი გარემოებები კი სხვადასხვაა,“ – აღნიშნულია საჩივარში.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას “ბათუმელები” ავრცელებს.

 

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • შსს განცხადებას ავრცელებს
  • ზურა ხაჩიძე სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს
  • დონალდ ტრამპი განცხადებას ავრცელებს

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge