ფრანგული მედიის ინფორმაციით, პარიზის ლუვრის მუზეუმიდან ძვირფასეულობის მოპარვასთან დაკავშირებით ორი ეჭვმიტანილი დააკავეს.
მათ საფრანგეთის გვირგვინის რვა სამკაულის მოპარვა ედებათ ბრალად, რომელთა ღირებულებაც, დაახლოებით, 88 მილიონ ევროს შეადგენს.
შეგახსენებთ, რომ 19 ოქტომბერს მშენებლებად შენიღბულმა სამმა მძარცველმა, ვიზიტორების თვალწინ, ლუვრი გაძარცვა. მათ ფასდაუდებელი ნივთები მშვიდად, დიდი ძალისხმევის გარეშე მოიპარეს. როგორც ფრანგული მედია წერს, ეს იყო “სენსაციური, ელვისებურად სწრაფი ძარცვა”.
