კახაბერ კვეკვესკირს, რომელსაც გზის გადაკეტვას ედავებიან, 14 – დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა – გადაწყვეტილება მოსამართლე კობა ჩაგუნავამ მიიღო.
“უშუალოდ გზის გადასაკეტად არ ვყოფილვარ. გადაკეტილზე მივედი” – განაცხადა კახაბერ კვეკვესკირმა.
შსს მას 20 ოქტომბერს, რუსთაველის გამზირის ხელოვნურად გადაკეტვას ედავებოდა.
