ნიკა გვარამია საპატიმროდან წერილს ავრცელებს, რომლითაც მზია ამაღლობელს სახაროვის პრემიას ულოცავს და ღარიბაშვილის, ლილუაშვილისა და ფარცხალაძის გარშემო დატრიალებულ თემაზე საუბრობს.
“შესანიშნავ და აღმაფთოვანებელ მზია ამაღლობელს ვულოცავ სახაროვის პრემიას – მისი და მისი ბრძოლის აღიარებას და დაფასებას. ყველას, ვისაც გვიხარია მზიას გამარჯვება და გვჯერა მისი და ჩვენი ბრძოლის სისწორის, მალე გაგვემარჯვოს და ქართველ ჟურნალისტს ესოდენ აღარასდროს მიეღოს ჯილდო რეჟიმთან ბრძოლისთვის, მხოლოდ დიდი პროფესიული მიღწევებისთვის და წარმატებებისთვის.
ახლა რაც შეეხება გმირობადაფასებული მზიას სრულ ანტიპოდს, მონობადაუფასებელ ირაკლი ღარიბაშვილს: ისევ დამცირება, ისევ მოთხრობები სამართლებრივი ტექსტების ნაცვლად, ისევ შიშის თესვა შიზოიდი დიქტატორის მხრიდან. დარწმუნებული ვარ, რომ ამ კაცს აღიარებითი ჩვენება რომ არ მიეცა, მამას, სიმამრს, ცოლისძმას და ცოლსაც (მაგალითად ტყის უკანონოდ ფლობისთვის) დაიჭერდნენ.
თან რას აღიარებდა ისეთს, რაც ისედაც ყველამ არ ვიცოდით?
p.s. ისე, სამართალი ხომ არ აეჭრათ ქოცებს ნეტა? ამიტომ ხომ არ წელავენ ამდენ ხანს?
აბა, ლილუაშვილისთვის და ღარიბაშვილისთვის პატიმრობის შეფარდება რავარია იმათი მხრიდან, ვისი დანაშაულებრივი გადაწყვეტილებების და კორუფციის შესახებ დეტალებში ყველაფერი ცნობილია პოტენციური პატიმრებისთვის?
სათანადო აუდიტის ვიდეო-დოკუმენტური თანხლებით განცხადებას რომ არ მიეძღვნებათ მურუსიძეს, ჩინჩალაძეს და სხვებსაც, მაგაში დარწმუნებულები აბა როგორ უნდა იყვნენ?:)
ფარცხალაძე კი, მთლად სასამართლოს უფროსი იყო რამდენიმე თვის წინ, პირადი დავალებების გაცემით და შესრულების ზედამხედველობით.
იყო დაკავებული ფულის გადანაწილებით კლანის წევრებზე. პირდაპირი თვალსაზრისით გადანაწილებით – ქეშის დარიგებით უშუალო მიმღებთათვის (რაც გადაღებულია 100% -ით. ფარცხალაძის სახლში ხდებოდა ეგ, ტყეში კი არა)
რავარია ახლა ჩინჩალაძე და მურუსიძე რომ ხარ და დაიჭირეო რომ გეუბნებიან ამათზე?! ააა:))”, – წერს ნიკა გვარამია.
