Thursday, November 20, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“დღეს დაკავებული ანდრია ლილუაშვილი არის გრიგოლ ლილუაშვილის ბიძაშვილი და მისი კორუფციული იმპერიის ერთ-ერთი მთავარი დასაყრდენი” – დავით მჟავანაძე

October 23, 2025
“დღეს დაკავებული ანდრია ლილუაშვილი არის გრიგოლ ლილუაშვილის ბიძაშვილი და მისი კორუფციული იმპერიის ერთ-ერთი მთავარი დასაყრდენი” – დავით მჟავანაძე

“დღეს დაკავებული ანდრია ლილუაშვილი არის გრიგოლ ლილუაშვილის ბიძაშვილი და მისი კორუფციული იმპერიის ერთ-ერთი მთავარი დასაყრდენი” – ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრი, დავით მჟავანაძე სოციალურ ქსელში წერს.

“დღეს დაკავებული ანდრია ლილუაშვილი არის გრიგოლ ლილუაშვილის ბიძაშვილი და მისი კორუფციული იმპერიის ერთ-ერთი მთავარი დასაყრდენი.
მოგეხსენებათ ლილუაშვილის ბიზნეს ინტერესები და მისი უკანონო შემოსავლები დაკავშირებული იყო გზების მშენებლობასთან, ქვა-ღორღის მოპოვებასა და ჰესის მშენებლობასთან (ბიჭიკო პაიკიძის მეშვეობით).
გუშინ დაკავებული კობა ხუნდაძე და მისი ოჯახი კი იყო ლილუაშვილის თვალი და ყური საქართველოს შემოსავლების სამსახურსა და საბაჟო კონტროლის მიმართულებით.
საიდანაც მას ჰქონდა ბერკეტი ეკონტროლებინა საზღვარზე როგროც სანქცირებული პროდუქციის გატარება, ისე ნარკოტიკების ტრაფიკი.
დღეს დაკავებული ანდრია ლილუაშვილი კი არის კაცი, რომელიც ფლობს 14 კომპანიას, მათ შორის:
6 ნავთობპროდუქტების შემომტანი და რეალიზატორი კომპანიაა, რომელიც საზღვარზე უპრობლემოდ შემოიტანდა რუსულ სანქცირებულ პროდუქციას, ვინაიდან საზღვარსაც ლილუაშვილი აკონტროლებდა ვლადიმერ ხუნდაძის ხელით.
ანდრია ლილუაშვილი ასევე ფლობს სამშენებლო/დეველოპერულ კომპანია: შპს ბაუ სტარ რუსთავს, შპს ბაუ სტარ გლდანს.
ანდრია ლილუაშვილი ასევე არის სააქციო საზოგადოება დიდუბის ავტოსადგურის გამგეობის წევრი.
წარმოიდგინეთ, რამდენ სფეროში აქვს ივანიშვილის ჩინოვნიკებს მისაკუთრებული ბიზნეს და სახელმწიფო რესურსები და როგორ ძარცვავენ ისინი ქართულ ოჯახებს.
შეგახსენებთ, ოცნების ყოფილი ჩინოვნიკების მიმართ მიმდინარე გამოძიებები ემსახურება ბიძინა ივანიშვილის პირად შურისძიებას და მას არაფერი საერთო არ აქვს კორუფციასთან ბრძოლასთან.
ყველა მოქმედი ოცნების ჩინოვნიკი სხვადასხვა ხარისხით და სხვადასხვა სფეროში, სწორედ ამგვარ კორუფციაშია ჩაფლული.
ეს ხალხი არის საქართველოს განვითარების მუხრუჭი, უბრალო ქართველების გამღარიბებელი და ქვეყნის ქაოსსა და კორუფციაში ჩამძირველი ხალხი” – წერს დავით მჟავანაძე.

შეგახსენებთ, რომ დღეს, გრიგოლ ლილუაშვილთან დაკავშირებული პირი, ანდრია ლილუაშვილი დააკავეს.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • შსს განცხადებას ავრცელებს
  • ზურა ხაჩიძე სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს
  • დონალდ ტრამპი განცხადებას ავრცელებს

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge