ორივე პოლიტიკური არარაობა იქნებოდა, რომ არა ივანიშვილი – ამის შესახებ “ფედერალისტების” ლიდერი, თამარ ჩერგოლეიშვილი წერს.
“ივანიშვილის ყველაზე სტაჟიანმა პრემიერმა, ღარიბაშვილმა, ქართველი ხალხი ძარცვა – ივანიშვილისვე მტკიცებით.
ივანიშვილის ნაკლებად სტაჟიანმა, მაგრამ ყველაზე გაპიარებულმა პრემიერმა, გახარიამ, ქვეყნის ტერიტორია დაკარგა – ესეც ივანიშვილისვე მტკიცებით.
ორივე პოლიტიკური არარაობა იქნებოდა, რომ არა ივანიშვილი – ანუ ვისი პასუხისმგებლობაა ეს დანაშაულები? რას აღიარებენ გახარიას და ღარიბაშვილის დევნით?”
