საჰაერო ბურთების გამოჩენის გამო, ვილნიუსის აეროპორტმა მუშაობა შეაჩერა.
როგორც ადილობრივი მედია წერს, 22 ოქტომბრის, 06:40 საათისთვის, ვილნიუსის აეროპორტის ფუნქციონირებაზე დაწესებული შეზღუდვების გამო 4000-ზე მეტი მგზავრი და ოცდაათი რეისი დაზარალდა.
ვილნიუსის მიმართულებით განხორციელებული 14 რეისი სხვა აეროპორტებში გადამისამართდა, ძირითადად კაუნასის მიმართულებით – 10, რიგის მიმართულებით – 2 და პალანგასა და ვარშავის მიმართულებით – თითო-თითო რეისი. 10 რეისი გაუქმდა, ერთი თვითმფრინავი გამგზავრების აეროპორტში დაბრუნდა. ვილნიუსის აეროპორტიდან 5 რეისი გადაიდო.
ეროვნული კრიზისების მართვის ცენტრის ცნობით, მიმდინარეობს რამდენიმე ათეული ბუშტის მონიტორინგი. შესაძლოა, ციფრები გაიზარდოს.
როგორც მედია წერს, საჰაერო ბუშტები, რომლებიც ბელარუსიდან მოფრინავს, კონტრაბანდისთვის გამოიყენება.
