ხელფასს დახამებული მონები რომლებსაც ჰგონიათ რომ ე.წ. პარლამენტში შესვლა გაადარჩენთ, – ამის შესახებ ენმ-ის წევრი, ანა წითლიძე სოციალურ ქსელში წერს, რითიც “გახარია საქართველოსთვის” პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილებას ეხმაურება.
“ტემუდან გამოწერილმა ჩინურმა ქოცებმა, გერმანიაში გაქცეული ლიდერით, მიიღეს გადაწყვეტილება რეჟიმს პირი მობანონ და ე.წ. პარლამენტში შევიდნენ.
ზუსტად ისე უნდა ჩაირეცხონ როგორც ქოცები და ზუსტად ისე უნდა იყვნენ აღქმული როგორც ქოცები.
ხელფასს დახამებული მონები რომლებსაც ჰგონიათ რომ ე.წ. პარლამენტში შესვლა გაადარჩენთ და ბიძინას სისტემური ოპოზიციის როლს მოირგებენ.
რეალურად ძალიან კარგია ეს პროცესი. ყველა ნაძირალას სახეს ახევს.” – წერს წითლიძე.
შეგახსენებთ, დღეს, “გახარია საქართველოსთვის” ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი შარაშიძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ პარტია ბოიკოტს წყვეტს და პარლამენტში შესვლას აპირებს.