Thursday, October 16, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home კრიმინალური ამბები

“ბოლო 24 საათში, 47 პირია დაკავებული” – შსს განცხადებას ავრცელებს

October 16, 2025
“ბოლო 24 საათში, 47 პირია დაკავებული” – შსს განცხადებას ავრცელებს

გასული 24 საათის  განმავლობაში, თბილისსა და რეგიონებში ჩატარებული საპოლიციო ღონისძიების შედეგად დაკავებულია 47 პირი ნარკოდანაშაულის ბრალდებით. ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მიადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ უწყებაში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

„დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. აღნიშნული საპოლიციო ღონისძიება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩაატარეს. დაკავებულებს შორის არიან როგორც საქართველოს, ასევე, უცხო ქვეყნის მოქალაქეები.

სამართალდამცველების მიერ ინტენსიურ რეჟიმში ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებებით, მათ შორის მოსამართლის განჩინების საფუძველზე განხორციელებული ფარული აუდიო-ვიდეო ჩანაწერებით დგინდება, რომ დაკავებული ნარკორეალიზატორები ნარკოტიკულ საშუალებებს მოქალაქეებზე სხვადასხვა მეთოდითა და გზებით სისტემატურად ყიდდნენ.

პოლიციამ, დაკავებულების ავტომობილების, პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას, ასევე, მათ მიერ მითითებული ადგილებიდან ნივთმტკიცებად ამოიღო განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება, მათ შორის: „ჰეროინი“, „მეტადონი“, „ალფა პვპ“, „სუბოქსინი“, ,,სუბოტექსი”, „მეტამფეტამინი“, „ჰაშიში“, „ოპიუმი“, „მარიხუანა“ და „მცენარე „კანაფი“.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 260-ე ტერცია და 260-ე კვარტა მუხლებით მიმდინარეობს.

მსურს, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ყველა იმ სამართალდამცველს, ვინც ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში ყოველდღიურად, ხშირად საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად, ღირსეულად ასრულებს საკუთარ მოვალეობას.

ჩვენ მიერ გაცხადებული პოლიტიკა ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით მკაფიო და უცვლელია – კანონის სრული სიმკაცრით დაისჯება ყველა ის პირი, ვინც საფრთხის ქვეშ დააყენებს ჩვენი მოქალაქეების, განსაკუთრებით კი ახალგაზრდების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას!“- განაცხადა დარახველიძემ.

 

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “უნდა გადავიდეთ 3+1 სისტემაზე – 3 წელი დაეთმობა ბაკალავრიატს და 1 მაგისტრატურას”- კობახიძე
  • უწყვეტი პროტესტის 323-ე დღე – რუსთაველის გამზირი დღესაც გადაკეტილია
  • დონალდ ტრამპი განცხადებას ავრცელებს

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge