Thursday, October 16, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home კრიმინალური ამბები

ქრთამის აღების ფაქტზე დაკავებულია ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელი სოფელ დილისკის ადმინისტრაციულ ერთეულში – სუს – ი

October 16, 2025
ქრთამის აღების ფაქტზე დაკავებულია ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელი სოფელ დილისკის ადმინისტრაციულ ერთეულში – სუს – ი

ანტიკორუფციული სამსახურის თანამშრომლების მიერ დაკავებულია ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელი, ო. გ. ქრთამის აღების ბრალდებით. ამის შესახებ განცხადებას უწყება ავრცელებს.

“საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლების მიერ დაკავებულია ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელი სოფელ დილისკის ადმინისტრაციულ ერთეულში – ო. გ.
საქმე ეხება მოხელის მიერ თანამდებობრივი უფლება-მოვალეობების შესრულებისას, ქრთამის მიმცემის სასარგებლოდ ქმედების განსახორციელებლად, კერძოდ, სასოფლო-სამეურნეო პროდუქტის წარმოშობის შესახებ ყალბი ცნობის გაცემის სანაცვლოდ ქრთამის აღების ფაქტს.
გამოძიებით დადგენილია, რომ დილისკის ადმინისტრაციულ ერთეულში ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელმა ო.გ.-მ სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოშობის შესახებ სამი ანალოგიური შინაარსის ყალბი ცნობა დაამზადა. თითოეული ცნობის თანახმად, თითქოს მის ადმინისტრაციულ ერთეულში ადგილობრივი მცხოვრებლის მიერ მოყვანილი 25 ტონა (ჯამში 75 ტონა) კარტოფილი რეალიზებულ იქნა კონკრეტულ მეწარმე სუბიექტზე.
ო.გ.-ს განმარტებით, მის მიერ საქონლის წარმოშობის შესახებ გაცემული ყალბი ცნობების საფუძველზე, შესაძლებელი იქნებოდა პროდუქციის მაღალ ფასში რეალიზაცია, როგორც საქართველოს ტერიტორიაზე, ასევე მისი ექსპორტზე გატანის შემთხვევაში, რადგან ახალქალაქის მუნიციპალიტეტში მოყვანილი მსგავსი პროდუქციის ფასი ბაზარზე გაცილებით მაღალია სხვა ადგილწარმოშობის პროდუქციასთან შედარებით.
აღნიშნული ქმედების სანაცვლოდ, ო.გ.-მ მეწარმე სუბიექტს ქრთამის სახით მოსთხოვა და 2025 წლის 15 ოქტომბერს გამოართვა 6000 ლარი.
სასამართლოს განჩინების საფუძველზე, განხორციელდა ფარული საგამოძიებო მოქმედებები, რის შედეგადაც მოპოვებულია აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის ამსახველი აუდიო/ვიდეომტკიცებულება.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს”, – ნათქვამია სუს- ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “არქიმანდრიტ დოროთეს ეპარქიულ კომისიაზე არასაპატიო მიზეზით არგამოცხადებისთვის მიეცეს მკაცრი გაფრთხილება” – საპატრიარქოს განცხადება
  • “საქართველოში საკუთარი თვითმფრინავით ჩამოფრინდა პუტინის უახლოესი გარემოცვის წევრი და რუსი ოლიგარქი უმარ კრემლიოვი” – ელისო კილაძე
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას ხვალ

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge