პაატა ბურჭულაძის შვილმა, შუქრუ ბურჭულაძემ 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით მედიასთან ისაუბრა. მისი თქმით პაატა ბურჭულაძეს ჰქონდა ინფორმაციას, რომ გდდ-ს თანამშრომლები ხალხის მხარეს დადგებოდნენ, რაც საბოლოოდ გამოიწვევდა ხელისუფლების გადაბარებას, თუმცა ეს ასე არ მოხდა, რაც მას უჩენს ეჭვს, რომ არსებობს ორმაგი აგენტი ან აგენტების ჯგუფი, რომლებმაც ეს ინფორმაცია მიაწოდეს მას.
როდესაც ვეკითხებოდით რაღაცებს, ის გვიამედებდა რომ ყველაფერი იქნებ კარგად და ის დარწმუნებული იყო ამაში რომ ყველაფერი იქენება მშვიდობიანად და ეს ყველაფერი რაც მოხდა – ეს მათი გეგმა არ ყოფილა. ამას ახლა ღალატს დავარქმევთ თუ სპეცოპერაციას დავარქმევთ… ჩემი აზრით იყო ისეთი ადამიანი ან ადამიანების ჯგუფი, რომლებიც ჰპირდებოდნენ ამ მოქმედებას როგორიც არის გდდ-ის თანამშრომლების გადმოსვლა, რასაც მთლიანობაში უნდა მოეყვანა იდეალურად როგორც დაგეგმილი იყო ეს ყველაფერი, რასაც აანონსებდნენ, ეს არ მოხდა. ან ორმაგი აგენტი იყო ან ორმაგი აგენტების ჯგუფი რომლებმაც დაპირდნენ და შემდეგ არ გააკეთეს, ჩემი ვარაუდი არის ეს. ყველაფერი ისე არ მოხდა როგორც პაატა იყო დარწმუნებული, რომ მოხდებოდა. ძალიან ბევრი უცნაური გარემოება არსებობს, მაგალითად ის თუ როგორ შეიძლება რომ 5-10-მა ახალგაზრდა ადამიანმა რაც არ უნდა ძლიერები იყვნენ ისინი საპრეზიდენტო რეზიდენციის ღობე ასე მარტივად ჩამოანგრიოს, შეუძლებელია. მანქანასაც რომ მიაბა, მანქანამაც წესით ვერ უნდა შეძლოს ეგეთი რაღაცა, თან როცა პაატა ჩავიდა იქ უკვე დახვდა ეს ყველაფერი, წამებში… წინასწარ იყო ჩემი აზრით ეს ყველაფერი გამზადებული, ჩემი აზრით აქ ბევრად უფრო ძლიერი და გამოცდილი სპეცსამსახურები იყვნენ ჩართულნი ვიდრე ქართული სპეცსამსახურები…
