ჟურნალისტი, მერაბ მეტრეველი სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს.
ყველა თემა მნიშვნელოვანია და საინტერესო, მაგრამ არ უნდა გამოგვრჩეს მთავარი: ამ დღეებში მოხდა ისტორიული მოვლენა.
პირველად ივანიშვილის 14 წლიანი მმართველობის განმავლობაში დააკავეს რუსეთის ჯაშუში და თან ეს ხმამაღლა გამოაცხადეს.ასეთი რამე ივანიშვილს მაშინაც არ უქნია, როდესაც პროდასავლელობას თამაშობდა. ყოველთვის ერიდებოდა რუსეთის გაღიზიანებას. „ოცნების“ დეპუტატები სხვადასხვა დროს სააკაშვილს იმას საყვედურობდნენ, 2006 წელს რუსი ჯაშუშები ასე საჯაროდ რომ დააკავა არასწორი იყო, ამით რუსეთი დაამცირა და გააღიზიანა, ჩუმად უნდა გადაეცაო.ახლა კი იგივეს აკეთებს ივანიშვილი. ხომ გასაგებია, რომ ამ ამბავს რუსეთი უპასუხოდ არ დატოვებს.ასევე არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ბოლო ბრიფინგებზე მარია ზახაროვაც სულ თითს უქნევს საქართველოს ხელისუფლებას.ფაქტია, რაღაც ახალი ხდება ივანიშვილსა და რუსეთის ხელისუფლებას შორის.
რა თქმა უნდა, შეგვიძლია ისიც ვივარაუდოთ, რომ ეს ყველაფერი შეთანხმებული თამაშია. არც ესაა გამორიცხული, მაგრამ ყურადღებას ეს თემა ნამდვილად მოითხოვს.
