შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში შემოტანის ბრალდებით ისრაელის მოქალაქე, 2008 წელს დაბადებული ი.რ. ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს.
“სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების, მათ შორის ბრალდებულის სამგზავრო ბარგის ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღეს 1 120 აბი ფსიქოტროპული ნივთიერება “პრეგაბალინი” პოლიციამ ი.რ. ბრალდებულის სახით დააკავა.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 261-ე და 263-ე მუხლების მესამე ნაწილებით მიმდინარეობს.
დანაშაული 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს”, – წერს შსს.