Wednesday, January 14, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

რა იცვლება უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმის გამარტივების მხარდაჭერით?

October 7, 2025
რა იცვლება უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმის გამარტივების მხარდაჭერით?

ევროპარლამენტმა დღეს უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმის გამარტივებას მხარი დაუჭირა. საუბარია ახალ წესებზე, რომლის თანახმადაც, მესამე ქვეყნების მოქალაქეებისთვის ვიზალიბერალიზაციის შეჩერების პროცესი გამარტივდება.

ახალ მექანიზმს მხარი 518-მა ევროპარლამენტარმა დაუჭირა, მოწინააღმდეგე 96 იყო, ხოლო ხმის მიცემისგან თავი 24-მა დეპუტატმა შეიკავა.

ევროპარლამენტის პრესრელიზში აღნიშნულია, რომ მექანიზმი ეხება იმ 61 ქვეყანას, სადაც იქმნება უსაფრთხოების რისკებ ან ირღვევა ადამიანის უფლებები.

ეს მექანიზმი ევროკომისიას საშუალებას აძლევს, აღადგინოს სავიზო მოთხოვნები კონკრეტული ქვეყნისთვის, როდესაც უსაფრთხოების საკითხები წამოიჭრება – თავდაპირველად დროებით, გამოძიებისა და დიალოგის ფონზე, და შემდეგ მუდმივად, თუ პრობლემები არ მოგვარდება.

შეჩერების საფუძვლები მოიცავს შიდა უსაფრთხოების საფრთხეებს (მათ შორის, მოცემული ქვეყნის მოქალაქეების მიერ ჩადენილი სერიოზული დანაშაულებების ზრდას), ასევე თავშესაფრის უარყოფილი განაცხადების, ქვეყანაში არშეშვების ან ვიზის ვადის გადაცილების შემთხვევების ზრდას.

უვიზო მიმოსვლის შეჩერებას ახალი საფუძვლებიც დაემატა. კერძოდ:

ჰიბრიდული საფრთხეები (მაგალითად, სახელმწიფოს მიერ მიგრანტების ორგანიზებული ინსტრუმენტალიზაცია), საინვესტიციო მოქალაქეობის სქემები (ანუ „ოქროს პასპორტები“), რომლებიც უსაფრთხოების რისკებს წარმოშობენ, ევროკავშირის სავიზო პოლიტიკასთან შეუსაბამობა; გაეროს წესდების, ადამიანის საერთაშორისო უფლებების ან ჰუმანიტარული სამართლის დარღვევები და საერთაშორისო სასამართლოების გადაწყვეტილებების შეუსრულებლობა.

ევროპარლამენტის პრესრელიზში ხაზგასმულია, რომ მესამე ქვეყნების მთავრობების მხრიდან მოკლევადიანი უვიზო მიმოსვლის შეთანხმების პირობების დარღვევის შესაკავებლად, ეს კანონი ევროკავშირს მეტ მოქნილობას მისცემს, შეუჩეროს უვიზო რეჟიმი იმ სამთავრობო პირებს, რომლებსაც შესაძლოა ეკისრებოდეთ პასუხისმგებლობა ადამიანის უფლებების ან სხვა სახის დარღვევებზე.

ახალი წესების თანახმად, ევროკომისიას (შესაბამისი წევრი სახელმწიფოს წინადადებით ან საკუთარი ინიციატივით, და ევროკავშირის ნებისმიერი ინსტიტუტიდან მიღებული ინფორმაციის გათვალისწინებით) შეუძლია დაიწყოს კონკრეტული მესამე ქვეყნების მიმართ შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლის შეჩერების პროცესი, თავდაპირველად დროებით, შემდეგ კი მუდმივად, თუ სადავო საკითხები არ გადაწყდება.

დღეისათვის უვიზო რეჟიმი გაუქმებულია მხოლოდ ერთხელ, ვანუატუს შემთხვევაში.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • რას გვეუბნება ახალი წლის ღამეს ნანახი სიზმარი – ფსიქოლოგების ახსნა და ხალხური რწმენა
  • “ძველით ახალი წელი ოჯახთან ერთად…” – ივანიშვილის რძალი ოჯახურ კადრებს აქვეყნებს
  • “აშშ-ის სამხედრო ჩარევა ირანში შესაძლოა უახლოეს 24 საათში დაიწყოს”- Reuters-ი

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge