09:49 / 30-09-2026
გია ხუხაშვილი: “ღარიბაშვილის გააქტიურება დღეს ეს უკვე ივანიშვილის თამაშია” – რა ხდება “ოცნებაში” და შეიცვლება თუ არა მთავრობა?!
სექტემბერს ნიუ-იორკში მიმდინარე გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიას პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მიმართა. გამოსვლისას მან “უმთავრეს პრიორიტეტებად” დაასახელა “მშვიდობის შენარჩუნება და საერთაშორისო თანამშრომლობის განმტკიცება” იმ ვითარებაში, როცა “მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში განვითარებული მოვლენები ამჟამინდელ მდგომარეობას გამოწვევის წინაშე აყენებს და საერთაშორისო წესრიგის მომავალზე კითხვის ნიშნებს აჩენს”. მისი განცხადებით, “ხანგრძლივი მშვიდობის დამყარება ძალის გამოყენებით შეუძლებელია. ის დიალოგს, ურთიერთგაგებას და ურთიერთპატივისცემას უნდა ეფუძნებოდეს… საქართველო კვლავ გამოხატავს მზადყოფნას, ურთიერთობა განაგრძოს ყველა საერთაშორისო პარტნიორთან, რომლებიც მზად არიან ჩვენთან სამუშაოდ, ურთიერთპატივისცემის და სუვერენული თანასწორობის საფუძველზე. გვჯერა, რომ ხანგრძლივი პარტნიორობა მხოლოდ დიალოგით მიიღწევა და ეს შედეგი არასოდეს დადგება ზეწოლის ან იძულების გზით”. კობახიძემ ასევე განაცხადა, რომ საქართველოს ტერიტორიის 20% კვლავ ოკუპირებული აქვს რუსეთის ფედერაციას, ასიათასობით მოქალაქე კი კვლავ იძულებით გადაადგილებულია და საკუთარ სახლში დაბრუნებას ვერ ახერხებს. განაგრძეთ კითხვა
