ბათუმში, თამარის დასახლებაში, გვიან ღამით მატარებელი კაცს შეეჯახა, – ინფორმაციას “აჭარა თაიმსი” ავრცელებს.
არსებული ცნობებით, დაშავებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა კლინიკაში გადაიყვანა. პირველადი ინფორმაციით, მოქალაქის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
მომხდარ ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლით დაიწყო, რაც რკინიგზის, საჰაერო ან საზღვაო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.