Sunday, August 10, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

დანაშაულები 20 წლამდე, ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს – შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

August 7, 2025
შსს ქვეყნიდან აძევებს უცხო ქვეყნების 25 მოქალაქეს, რომლებიც თბილისში მიმდინარე აქციებში მონაწილეობდნენ – რა განცხადებას ავრცელებს უწყება?

შინაგან საქმეთა მინისტრმა, გეკა გელაძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ბოლო 24 საათის განმავლობაში, თბილისსა და რეგიონებში ნარკოტიკების რეალიზაციაში, რეალიზაციის მომზადებასა და რეალიზაციის მცდელობაში, ასევე, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების საქართველოში შემოტანასა და შეძენა-შენახვაში ბრალდებული 43 პირი დააკავა. დაკავებულებს შორის არიან როგორც საქართველოს, ასევე, უცხო ქვეყნის მოქალაქეები.

„საზოგადოებას მსურს, მივაწოდო ინფორმაცია ბოლო 24 საათის განმავლობაში, თბილისსა და რეგიონებში ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ განხორციელებული კიდევ ერთი საპოლიციო ღონისძიების შესახებ, რომლის შედეგად დავაკავეთ ნარკოტიკების რეალიზაციაში, რეალიზაციის მომზადებასა და რეალიზაციის მცდელობაში, ასევე განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების საქართველოში შემოტანასა და შეძენა-შენახვაში ბრალდებული 43 პირი. დაკავებულებს შორის არიან როგორც საქართველოს, ასევე, უცხო ქვეყნის მოქალაქეები.

მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ბრალდებულების მიერ მითითებული ადგილებიდან, ასევე, დაკავებულების პირადი, ავტომანქანებისა და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას, ნივთმტკიცების სახით ამოღებულია დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები.

დანაშაულები 20 წლამდე, ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სამართალდამცველების მიერ მოპოვებული მტკიცებულებებით დგინდება, რომ დაკავებული პირები ნარკოტიკული საშუალებების რეალიზაციისათვის იყენებდნენ სხვადასხვა ინტერნეტ-აპლიკაციას, სოციალურ ქსელებს და ასევე, ე.წ. ხელიდან ხელში გადაცემის მეთოდს.

პოლიციამ ნარკოტიკების უკანონო გასაღების ბრალდებით დაკავებული პირებისგან, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, რამდენჯერმე განახორციელა ნარკოტიკული საშუალების საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს და მის დაქვემდებარებაში არსებული საპოლიციო დანაყოფების თანამშრომლები, ქვეყნის მასშტაბით, 24 საათიან რეჟიმში, ინტენსიურად აგრძელებენ ნარკოტიკული საშუალებების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლას და ნარკორეალიზატორების დასაკავებლად კომპლექსური ღონისძიებების ჩატარებას, რისთვისაც მადლობას ვუხდი თითოეულ მათგანს“,- განაცხადა შსს მინისტრმა გეკა გელაძემ ბრიფინგზე.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ნიკა გვარამია განცხადებას ავრცელებს
  • შეიცვლება თუ არა ამინდი? – სინოპტიკოსების პროგნოზი
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge