Friday, June 19, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“სასამართლოს გადაწყვეტილება არასამართლიანია – ბრძოლა გრძელდება!” – გიორგი ჩახუნაშვილის შვილი

June 19, 2026
“სასამართლოს გადაწყვეტილება არასამართლიანია – ბრძოლა გრძელდება!” – გიორგი ჩახუნაშვილის შვილი

სასამართლოს გადაწყვეტილება, რა თქმა უნდა, არასამართლიანია, ბრძოლა გრძელდება,- ამის შესახებ 4 ოქტომბერს ათონელის სასახლესთან განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებული ექიმის, გიორგი ჩახუნაშვილის შვილმა, კონსტანტინე ჩახუნაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, სასამართლოში გადაწყვეტილება დაწერილი მოდის დავალების სახით, რასაც მოსამართლე ასრულებს.

„სასამართლოს ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც მიღებულია ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, არის უსამართლო. გადაწყვეტილება მოდის დაწერილი და შესაბამისად ასრულებს მოსამართლე დავალებას.

ყვავილის სროლის გამო ადამიანი ჰყავდათ ციხეში 9 თვე გამოკეტილი და ედავებოდნენ სახელმწიფო გადატრიალებას. ნებისმიერი ადამიანი, ვინც იქ იდგა უბრალოდ, შესაძლოა იდენტიფიცირებული ყოფილიყო და ბრალი წარედგინათ. უამრავი ადამიანია ციხეში“,- აღნიშნავს კონსტანტინე ჩახუნაშვილი.

შეგახსენებთ, 4 ოქტომბერს, ათონელის სასახლესთან განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ბრალდებული ექიმი, გიორგი ჩახუნაშვილი და კიდევ 6 პირი – ია დარახველიძე, დავით ჟღენტი, კონსტანტინე კოკაია, კახაბერ მჟავანაძე, ზაქრო ალბუთაშვილი და დავით სტურუა სასამართლომ დამნაშავედ ცნო.

აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე გიორგი გელაშვილმა მიიღო. მისი განაჩენით, ექვს მათგანს 5-5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, ია დარახველიძეს კი 3 წლით თავისუფლების აღკვეთა. სხდომათა დარბაზში დააკავეს გირაოს სანაცვლოდ თავისუფლებაში მყოფი ექიმი გიორგი ჩახუნაშვილი.

რაც შეეხება ასევე, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებულ ია დარახველიძეს, ის განაჩენის გამოცხადებას არ დასწრებია. მის მიმართ ძებნა გამოცხადდება, მოსამართლის მიერ გამოტანილი განაჩენი მისი ადგილსამყოფელის დადგენისა და დაკავების შემდეგ აღსრულდება.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • დაგეგმილი საკანონმდებლო ცვლილებებით, სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმები შემცირდება
  • დაგეგმილი საკანონმდებლო ცვლილებებით, სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმები შემცირდება
  • “მინდა, ელენე ხოშტარიას მალე გამოჯანმრთელება ვუსურვო” – კახა კალაძე

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge