მეშვიდე დღეა, ხანძარს ებრძვიან თურქეთის პროვინციებში.
ბოლო მონაცემებით, დაღუპულია 2, ევაკუირებულია 50 000-მდე ადამიანი, დაზიანებული 200-ამდე საცხოვრებელი, გათიშულია ელექტროენერგია და სხვა კომუნიკაციები.
სტიქიის მთავარი ზონა იზმირია. რთულია ვითარება ზოგადად ქვეყნის დასავლეთ ნაწილში.
სიტუაციას ქარი და მაღალი ტემპერატურა ართულებს.