Wednesday, June 18, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“განწირული ხმა მესმოდა”- რას ჰყვება დაკითხვის შემდეგ კლინიკაში გარდაცვლილი კაცის მეგობარი

June 17, 2025
“განწირული ხმა მესმოდა”- რას ჰყვება დაკითხვის შემდეგ კლინიკაში გარდაცვლილი კაცის მეგობარი

7 ივნისს გლდანი-ნაძალადევის სამმართველოში დაკითხვაზე მყოფი ადამიანის კლინიკაში გარდაცვალების საქმეზე დამატებით დეტალები ხდება ცნობილი.

კერძოდ, მერიის დასუფთავების სამსახურის თანამშრომლის, ალან ყაყიტაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით სასამართლო სხდომა 10 ივნისს გაიმართა, რომელზეც მისი მეგობარი, ირაკლი ტატუნაშვილი დაიკითხა.

ტატუნაშვილი ყაყიტაშვილთან ერთად 7 ივნისს, თბილისის ერთ-ერთ რესტორანში მომხდარ დაპირისპირებას შეესწრო და ისინი სწორედ ამის საფუძველზე გადაიყვანეს გლდანი-ნაძალადევის სამმართველოში.

სხდომაზე ირაკლი ტატუნაშვილი, მისი და ყაყიტაშვილის მიმართ, პოლიციელების მხრიდან ფიზიკურ ანგარიშსწორებაზე საუბრობს.

მისი თქმით, მას მეგობრის “განწირული ხმა” ესმოდა, ხოლო დაახლოებით 15-20 წუთის შემდეგ იგი სასწრაფო დახმარების მანქანამ წაიყვანა.

“ხმა რომ გაჩერდა ყვირილის შემდეგ, 15-20 წუთში მოვიდა სასწრაფო და ბიჭი წაიყვანეს, გუშინ გავიგე, რომ ბიჭი გარდაიცვალა… ჩემი მეგობრის, ალანის ყვირილის ხმა მომესმა ქვემოთ რომ ჩამოიყვანეს, მაგის ხმას მე ყოველთვის გავარჩევდი, იმიტომ, რომ დიდი ხანია ალანს ვიცნობ და ვმეგობრობთ, ყვირილი, განწირული ხმა მესმოდა”, – თქვა მან.

იგი ამბობს, რომ პოლიცია მას მუშტებს, წიხლებს ურტყამდა. ასევე ადიოდნენ სავარძელზე და იქიდან ახტებოდნენ.

“სასტიკად გამისწორდა პოლიცია. განყოფილებაში რომ მიმიყვანეს, ამიყვანეს ოთახში, სადაც ექვსი სული მაინც იქნებოდა, მაღალი თანამდებობის პოლიციელი. რა ხდებოდა, როგორ ხდებოდაო… მე ვუთხარი, არაფერი არ მახსოვს და მაგის მერე დაიწყეს რტყმა, მუშტების, წიხლების, ისეთი რაღაცები გამიკეთეს, ცხოვრებაში მაგდენი ხელი არ მომხვედრია არასდროს.

შემდგნენ, მერე დაბლა დამაგდეს და დაბლა მცემეს, დივანზე ადიოდნენ და ეგრე მახტებოდნენ, გვერდებში, ყველგან მირტყამდნენ.

მოგეხსენებათ, ალანი იყო მელოტი და თავზე არაფერი არ ეტყობოდა საერთოდ, არც დანარტყამი ეტყობოდა, არც სილურჯე ეტყობოდა, არც არაფერი, ორი საათის განმავლობაში არ სჭირდა არაფერი, რამე რომ ყოფილიყო თავზე დეფექტი, დარტყმისგან მიყენებული ზიანი, სიწითლე, სილურჯე ან ჩაქცევა, არაფერი ჰქონდა”, – განაცხადა ტატუნაშვილმა სასამართლო სხდომაზე.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • რომელი ქვეყნების მოქალაქეებს დაატოვებინეს საქართველო? – მიგრაციის დეპარტამენტმა 25 პირი გააძევა
  • “მამაკაცი უსინათლო იყო” – ხაშურში მომხდარი მკლელობის ახალი დეტალები
  • საქართველოში ბრიტანეთის საელჩო „ქართულ ოცნებას“ მიმართავს

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge