ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი სოციალური ქსელით ბიზნესმენ გიორგი ბაჩიაშვილის დაკავების საქმეს ეხმაურება.
„ესე იგი, 13 წელია გაქცეულები არიან უმძიმეს დანაშაულებში ბრალდებული დათა ახალია და კიდევ რამდენიმე ძველი ნაცი (მათ შორის კეზერაშვილი), მაგრამ ამ ხელისუფლებამ აქმდე ვერცერთი მათგანის ჩამოყვამა ვერ მოახერხა (მიშა თავისით ჩამოვიდა, არ დაგავიწყდეთ.)
სამაგიროდ, როდესაც ბიძინას პირად შურისძიებაზე მიდგა საქმე, ყველაფერი გააკეთეს ბაჩიაშვილის ჩამოსაყვანად, ტურიზმის საერთაშორისო ორგანიზაციის ხელმძღვანელის პოსტიც კი დაუთმეს არაბებს, რომ მათ ის გადმოეცათ (ანუ ქვეყნის ინტერესები დააზარალეს ბიძინას შურისძიების გამო.). მოკლედ, ყველა ღონე იხმარეს და საწადელს მოაღწიეს, მძიმე დანაშაულებში ბრალდებული ნაცები კი ძველებურად დასერინობენ სხვადასხვა ქვეყნებში.
ჰოდა, ქოცებო, თქვენ კიდევ გჯერათ, რომ ეს ხელისუფლება ნაცებს ებრძვის?“, – წერს ის.
შეგახსენებთ, ბაჩიაშვილის დაკავების შესახებ ინფორმაცია სუს-მა დილით გაავრცელა. აღნიშნული საქმის დეტალები წაიკითხეთ ბმულზე.
გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივნის თანამდებობაზე „ქართულმა ოცნებამ“ ზურაბ პოლოლიკაშვილის კანდიდატურა მოხსნა და მხარს არაბთა გაერთიანებული საამიროების მიერ წარდგენილ კანდიდატს დაუჭირა.