Friday, November 21, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“ძა­ლი­ან სან­დო ინ­ფორ­მა­ცია მაქვს, “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ ამის­თვის ემ­ზა­დე­ბა…”- რას ამბობს ალეკო ელისაშვილი?

April 25, 2025
“ძა­ლი­ან სან­დო ინ­ფორ­მა­ცია მაქვს, “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ ამის­თვის ემ­ზა­დე­ბა…”- რას ამბობს ალეკო ელისაშვილი?

ჩემი ინ­ფორ­მა­ცი­ით, “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ ემ­ზა­დე­ბა სა­პარ­ლა­მენ­ტო და თვით­მმარ­თვე­ლო­ბის არ­ჩევ­ნე­ბის ერ­თდრო­უ­ლად ჩა­სა­ტა­რებ­ლად, ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით, ძა­ლი­ან სან­დო ინ­ფორ­მა­ცია მაქვს , – ამის შე­სა­ხებ პო­ლი­ტი­კუ­რი გა­ერ­თი­ა­ნე­ბის “ძლი­ე­რი სა­ქარ­თვე­ლოს“ ერთ-ერ­თმა ლი­დერ­მა, ალე­კო ელი­საშ­ვილ­მა “პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის“ გა­და­ცე­მა­ში “თა­ვი­სუ­ფა­ლი სტუ­დია“ გა­ნა­ცხა­და.

რო­გორც ელი­საშ­ვილ­მა აღ­ნიშ­ნა, თუ “ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ“ სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბი თვით­მმარ­თვე­ლო­ბის არ­ჩევ­ნებ­თან ერ­თად და­ნიშ­ნა, ოპო­ზი­ცია მზად უნდა იყოს არ­ჩევ­ნე­ბის­თვის.
“ძა­ლი­ან მკა­ფიო პო­ზი­ცია გვაქვს თვით­მმარ­თვე­ლო­ბის არ­ჩევ­ნებ­თან და­კავ­ში­რე­ბით – ახლა რაზე უნდა ვი­ლა­პა­რა­კოთ?! “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ თავს კი იკა­ტუ­ნებს, მაგ­რამ ძა­ლი­ან კარ­გად ხვდე­ბი­ან, რომ ამაზ­რზე­ნად გა­მო­ი­ყუ­რე­ბა ცალ­კა­რა პარ­ლა­მენ­ტი. ჩემი ინ­ფორ­მა­ცი­ით, “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ ემ­ზა­დე­ბა სა­პარ­ლა­მენ­ტო და თვით­მმარ­თვე­ლო­ბის არ­ჩევ­ნე­ბის ერ­თდრო­უ­ლად ჩა­სა­ტა­რებ­ლად, ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით ძა­ლი­ან სან­დო ინ­ფორ­მა­ცია მაქვს. “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ ამის­თვის ემ­ზა­დე­ბა და მთე­ლი მათი შტა­ბე­ბი გა­და­სუ­ლია აქ­ტი­ურ სა­არ­ჩევ­ნო სამ­ზა­დის­ზე. შე­სა­ბა­მი­სად, თუ სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბი თვით­მმარ­თვე­ლო­ბის არ­ჩევ­ნებ­თან ერ­თად და­ნიშ­ნეს, მზად არ უნდა ვი­ყოთ? პარ­ტი­ის არსი არის ის, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში მო­სას­ვლე­ლად უნდა ემ­ზა­დე­ბო­დეს.

პირ­ველ რიგ­ში, ვფიქ­რობთ ტყვე­ე­ბი რო­გორ გა­მო­ვიდ­ნენ და მე­ო­რე რიგ­ში, არ­ჩევ­ნებს რომ და­ვა­ნიშ­ვნი­ნებთ, იმ არ­ჩევ­ნე­ბის­თვის მზად ვი­ყოთ და მო­ვი­გოთ…და­ვა­ნიშ­ვნი­ნოთ არ­ჩევ­ნე­ბი, ჩა­ტარ­დეს მეტ-ნაკ­ლე­ბად სა­მარ­თლი­ა­ნი წე­სე­ბით და და­ვან­გრი­ოთ იმ არ­ჩევ­ნებ­ში”, – გა­ნა­ცხა­და ელი­საშ­ვილ­მა.

გარ­და ამი­სა, ელი­საშ­ვილ­მა ეუ­თოს გე­ნე­რა­ლუ­რი მდივ­ნის, ერი­დუნ სი­ნირ­ლი­ოღ­ლუს სა­ქარ­თვე­ლო­ში ვი­ზიტ­ზე და მას­თან მისი კო­ა­ლი­ცი­ის წევ­რე­ბის შეხ­ვედ­რა­ზე ისა­უბ­რა.

რო­გორც ელი­საშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და, გუნ­დის პო­ზი­ცია იყო, რომ ეუ­თოს გე­ნე­რა­ლუ­რი მდი­ვა­ნი, მხო­ლოდ “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ წევ­რებს არ უნდა შეხ­ვედ­რო­და.

“ეუ­თოს გე­ნე­რა­ლუ­რი მდი­ვა­ნი არ არის პა­ტა­რა თა­ნამ­დე­ბო­ბის ადა­მი­ა­ნი და რო­დე­საც აქ ჩა­მო­დის, ისე არ უნდა გვექ­ნა, რომ მისი ვი­ზი­ტი მხო­ლოდ “ქარ­თულ ოც­ნე­ბას­თან“ შეხ­ვედ­რა ყო­ფი­ლი­ყო, ეს იყო ჩვე­ნი გუნ­დის პო­ზი­ცია. გვინ­დო­და პი­რა­დად გვეთ­ქვა მის­თვის რე­ა­ლო­ბა, რაც ქვე­ყა­ნა­ში ხდე­ბა ამ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წყა­ლო­ბით.

ეუთო-ს გე­ნე­რა­ლუ­რი მდივ­ნის ჩა­მოს­ვლა, არა­ფერს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად არ აძ­ლი­ე­რებს “ქარ­თულ ოც­ნე­ბას“, მაგ­რამ თუ რამე არ მოგ­წონს, ჯო­ბია მიხ­ვი­დე და პი­რა­დად უთხრა და არა პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ით ელა­პა­რა­კო. თბი­ლის­ში ეუთო-ს გე­ნე­რა­ლურ მდი­ვანს ყო­ველ­დღე ვერ შეხ­ვდე­ბი. ჩვენ­მა წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა, რაც სათ­ქმე­ლი იყო, ყვე­ლა­ფე­რი უთხრეს”, – გა­ნა­ცხა­და ელი­საშ­ვილ­მა.

ასე­ვე, გა­და­ცე­მა­ში, ელი­საშ­ვი­ლი სამ­თავ­რო­ბო ცვლი­ლე­ბე­ბის სა­კი­თხსაც შე­ე­ხო და აღ­ნიშ­ნა, რომ ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძე ცდი­ლობს, წეს­რი­გი და­ამ­ყა­როს თა­ვის გარ­შე­მო და “თა­ვი­სი ხალ­ხი და­ნიშ­ნოს“ .

“კო­ბა­ხი­ძემ დღეს მი­ნის­ტრი შეც­ვა­ლა. ქარ­სე­ლა­ძე კო­რუფ­ცი­ა­ში იყო ჩამ­ხრჩვა­ლი. იმის ნაც­ვლად, რომ ცი­ხე­ში იჯ­დეს და რაც მო­პა­რუ­ლი აქვს უკან და­აბ­რუ­ნე­ბი­ნონ, თვალ­ზე კურ­ცხლით გა­ა­ცი­ლეს.

ლი­ლუ­აშ­ვი­ლი გა­აგ­დეს. ყვე­ლა­ზე ხელ­შე­უ­ხე­ბე­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბა იყო სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის მი­ნის­ტრი. გა­აგ­დეს იმი­ტომ, რომ ბა­ჩი­აშ­ვი­ლი გა­ე­პა­რა. ყვე­ლა­ზე მე­ტად, ვინც არ უნდა გა­პარ­ვო­დათ, ის გა­ე­პა­რათ. არც გო­მე­ლა­ურს აქვს კარ­გად საქ­მე და არც ლი­ლუ­აშ­ვილს ჰქონ­და.

კო­ბა­ხი­ძე ცდი­ლობს წეს­რი­გი და­ამ­ყა­როს თა­ვის გარ­შე­მო და თა­ვი­სი ხალ­ხი და­ნიშ­ნოს. ფაქ­ტია, ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნისტრს ჯერ ძვრა ვერ უყო. უშიშ­რო­ე­ბა სა­ერ­თოდ გა­პარ­ტახ­და. შე­იძ­ლე­ბა ასე­თი არაპრო­ფე­სი­ო­ნა­ლი და არი­ფი მი­იყ­ვა­ნო?! რა იცის ოხა­ნაშ­ვილ­მა უშიშ­რო­ე­ბის? ვი­თომ, მაკა ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი რა­ღა­ცას აკე­თებს, ოღონდ ლე­გი­ტი­მა­ცია მი­ე­ნი­ჭოთ, და­ახ­ლო­ე­ბით ასე­თი რა­ღა­ცაა. რა მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს ვინ მი­ნის­ტრი მოხ­სნა და ვინ და­ნიშ­ნა?!. ლი­ლუ­აშ­ვი­ლის მოხ­სნით ძა­ლი­ან ცუდი საქ­მე გა­უ­კე­თეს უშიშ­რო­ე­ბას, ასე თუ ისე გა­წო­ნას­წო­რე­ბუ­ლი კაცი იყო და ისე­თი ქაჯი არ იყო, რო­გორც და­ნარ­ჩე­ნე­ბი. ლი­ლუ­აშ­ვი­ლი, რო­გორც ზარ­ქუ­ე­ბი და სხვა უნა­ხა­ვე­ბი რომ არი­ან, ეგე­თი ტიპი არ იყო“,- გა­ნა­ცხა­და ალე­კო ელი­საშ­ვილ­მა.
წყარო

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “არ დაგიყადაღებთ თანხებს, თუ ომში ჩართავთ საქართველოსო, საკუთარ ხალხს გაწირავ და ქართულ სახელმწიფოს გაანადგურებო! ” – დიტო სამხარაძე ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებაზე
  • საავტომობილო გზების დეპარტამენტი გაცხადებას ავრცელებს
  • ნელი დიასამიძეს სასამართლომ 3200-ლარიანი ჯარიმა დააკისრა

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge