წყალტუბოში მომხდარ ტრაგედიაზე შსს-მ გამოძიება 2 მუხლით დაიწყო. ბრმა ტყვიამ მოზარდი იმსხვერპლა. შემთხვევა ძველით ახალ წელს მოხდა.
არსებული ინფორმაციით, გეგი ხეცურიანს შემთხვევით გავარდნილი ტყვია არტერიაში მოხვდა და მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
სისხლის სამართლის საქმე 116-ე [გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობა] და 238-ე [ცეცხლსასროლი იარაღის მათ შორის, სანადირო გლუვლულიანი ცეცხლსასროლი იარაღის (თოფის) დაუდევრად შენახვა] მუხლებით აღიძრა. დაკავებულია ბავშვის ბაბუა, რომელსაც იარაღის დაუდევრად შენახვას ედავებიან.
ცნობისთვის, ძველით ახალ წელს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გუმათში ბრმა ტყვიას მოზარდის სიცოცხლე ემსხვერპლა. შემთხვევით გავარდნილი ტყვია გეგი ხეცურიანს არტერიაში მოხვდა და მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
