“გვექნება პრობლემები არა მხოლოდ მიმოსვლასთან დაკავშირებით, მძიმე ეკონომიკურ პრობლემებში შევდივართ” – ამის შესახებ ნიკა გვარამიამ “TV პირველის” ეთერში განაცხადა.
“უვიზო მიმოსვლა ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული ჩვენგანისთვის, იმიტომ რომ რა თანამდებობაც არ უნდა გვეკავოს, სადაც არ უნდა ვიყოთ ჩვენ ვიზის აღება მოგვიწევს მაინც, ჩვენს შვილებს მოუწევთ ვიზის აღება იმისთვის,რომ სასწავლებლად წავიდნენ- თუ ეს საერთოდ გამოუვათ… ჩვენ შეიძლება ჩვენი შვილები საერთოდ ვერ ვიხილოთ გარეთ, ევროპული დაფინანსებით სასწავლებლად წასულები… მე ამას არ ვუსურვებ არც ჩემს,არც თქვენ შვილებს…”-განაცხადა გვარამიამ.
ვიდეო სრულად იხილეთ აქ.