გუშინ, პარიზში, ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალური ეტაპის პირველ მატჩში, ერთმანეთს ქართველი ვარსკვლავის, ხვიჩა კვარაცხელიას „პსჟ“ და ბირმინგემის „ასტონ ვილა“ დაუპირისპირდნენ.
შეხვედრის 49-ე წუთში, როცა ანგარიში 1:1 იყო. ხვიჩამ ულამაზესი გოლი გაიტანა და პარიზელები დააწინაურა.
კვარაცხელია ასტონ ვილას წინააღმდეგ მატჩის საუკეთესოდ დასახელდა.
გუშინდელ შეხვედრაში მისი სტატისტიკა ასეთია:
⏰ 90 წუთი
🦶 103 შეხება
⚽ 1 გოლი
🌪️ 4 წარმატებული დრიბლინგი
🧠 5 გამჭოლი გადაცემა
🏹 3 გრძელი გადაცემა
⭐ 8.7 შეფასება (ყველაზე მეტი) .
შეგახსენებთ, შეხვედრის მიწურულს, ნუნუ მენდესმა კიდევ ერთღი გოლი გაიტანა და მატჩი პარიზელთა გამარჯვებით, 3:1, დასრულდა.
რა კომენტარი გააკეთა „პსჟ“-ის მთავარმა მწვრთნელმა ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ „ასტონ ვილასთან“ მატჩის შემდეგ? – იხილეთ ბმულზე.