დაპატიმრებული სამხედრო ჟურნალისტი, უჩა აბაშიძე სოციალური ქსელით მორიგ წერილს ავრცელებს.
„ერთხელ, ერთმა სუსში მომუშავემ, მითხრა: რანაირად უნდა მოიგოთ, 4 ოპოზიციონერიდან 1 ჩვენი აგენტიაო (თვითონ თვლიდა რო “არავისკენ არაა“, პროსტა სუსში მუშაობს რა …)
– მეთქი 75% არაა უშანსო რიცხვი
– და 4-დან 2 სასარგებლო იდიოტიაო – დაამატა …
კიდევ გავიმეორებ:
1. თქვენ რო იცით, ბიძინამაც იცის და რუსეთის KGB-მაც, რო ქალაქებში, წინა გაყალბებაც კი – საკმარისი ვერ გამოდგა. “ა, მაშინ კაიო“ და შეეგუა? – როგორ გგონიათ?
2. ბიძინა და მისი გარემოცვა – “კოლექტიურ ნაცმოძრაობასთან“: გვარამიასთან, გახარიასთან, ხაზარაძესთან – არ წააგებენ! სულს და სამშობლოს გაყიდიან – მარა არ! (უკვე გაყიდეს)
3. ხალხი, რომლებსაც წინა არჩევნებზე ასეთი უქნეს, რომლებსაც მას მერე ასე გული გაუტეხეს – ამ “დამარცხებული“, აწ უკვე “არარაობებისთვის“ ხმის მისაცემად – არ მოვა.
4. ქოცებმა – ვისაც რას დაპირდნენ არჩევნების მერე – შეუსრულეს. ვინც დააშინეს – დაუმტკიცეს რო სწორად ეშინოდა, ვისაც benefit-ებს დაპირდნენ – შეუსრულეს.
5. თუ არჩევნების წინ გამოჩნდება, რო მაინც რისკია წააგონ – არ დაარეგისტრირებენ, შარს მოსდებენ, დაიჭერენ. ხალხს დააშინებენ კრიმინალებით და ა.შ.
არცერთ დიდ ქალაქს – არ წააგებენ!! – თუ საჭიროა იარაღს ისვრიან, ბიულეტენებს ჩაყრიან! არც სალომესთან, არც გახარიასთან, არც გვარამიასთან! – წავიდა ეგ დრო, ვიღაცის დასანახად რო “ნორმალურებს“ თამაშობდნენ და “შანსი“ რო იყო. წინა ადგილობრივი არჩევნები იყო – სადაც უნდა გვეცადა მოგვეგო, ეხლა უკვე ვსიო.
და არც არაფრის აღარ ერიდებათ.
რა? – რო გააყალბებენ – ხალხი გამოვა აქციებით?! – თუ სანქციებს დაადებს ევროპა?! – აღარ დარჩა მათზე ზეწოლის ბერკეტი. ნუ იშტერებთ თავებს.
ყველა, ვინც ადგილობრივ არჩევნებზე ლაპარაკობს – ან ჩანერგილი აგენტი იყო, გაააქტიურეს და ჩამოუვიდა ბრძანება. ან შტერი, მშიშარა – სასარგებლო იდიოტია. ან მედროვე ფსევდო-პოლიტიკოსი, რომელსაც მოგება არც უნდა – უნდა რო ამ სტატუს ქვოში დარჩეს, არანაირ არაფერზე პასუხს არ აგებდეს და კაი ხანია ეძებს “way out“-ს, რა აჭამოს ხალხს რო პროტესტს ძალა გამოაცალოს. ხალხი სახლში გაუშვას – ისე რო ვერავინ, ვერაფერს, ვერ მიხვდეს, და დაბრუნდეს “უსაქმურობა“, როცა წყალს ნაყავდა და მისგან არავინ არაფერს არ ითხოვდა.
მოგწონთ თქვენ, თუ არ მოგწონთ – deadline არსებობს. აქედან, უკვე, ხო ყველა ხვდებით, რო ბოლომდე ჩაჭერა – დეკემბრის ბოლოს ჯობდა? – რო იმის მერე იმდენი კანონი დაამატეს, იმდენი ჯარიმა აგვახიეს, იმდენი დაიჭირეს – ჩვენ შეგვემატა რამე? – დრო რო გავწელეთ, მეტი მოვიგეთ, თუ მეტი წავაგეთ? – დაფიქრდით ამაზე, გულახდილად დაფიქრდით, დაფიქრდით და აღიარებთ – რო deadline არსებობს, ის არის წელს, ზაფხულის ბოლოს. გინდათ, არ გინდათ, მანამდე საქართველოს ბედი გადაწყდება, ერთხელ და მომავალი 10-20 წლით (მინიმუმ).
ან თქვენ ამ დედლაინს თვალს გაუსწორებთ, და ყველაფერს ჩადებთ (იმ ლოგიკით, რო სუ ცოტაღა დარჩა, ასეც და ისეც) – ან დედლაინი თავისით მოხდება და “უი“-ო იტყვით ბოლოს და ვითომ ვერ ხვდებოდით. (დედლაინი ხაზი არაა, გადღაბნილი პერიოდია, ოქტომბრამდე რა)
ყველაფერი, რის არ დასაზიანებლადაც, ვითომ, ეხლა, ნაბიჯებს არ დგამთ – ყველაფერი ეგ, ისედაც მორჩება. უკან რო იხევენ, ომისას, და ქალაქს რო წვავენ – მაგ ლოგიკით წვავენ, მაინც ისეთი მოხდება – გინდა დამწვარა და სამაგიეროდ მტერს არ აჩუქებ ნადავლს და საჭმელს.
ოქტომბრისთვის – ყველანაირი ნდობა, ერთობა, იმედი – მოკვდება. კიდე ბევრი წავა, რახან ხმამაღლა წამსვლელს – ამდენი აგინეს, წავა ჩუმად. დანარჩენი – შიში ავიკიდეო, დაჯდება სახლში და შეეგუება.
ვინ? თქვენ მიხვალთ და ამ ოპოზიციიდან ვინმეს, 6 თვის მერე, ბოლომდე რო წავაგეთ და ბოლომდე რო მიაცვ-მოაცვამდნენ, ხმას მისცემთ? – იმდენი რო ქოცებს, გაყალბებულს, – მოუგონ?!
და რომც რამე მოხდეს და აგებდნენ ქოცები (წინასწარ გაინაღდებენ მოგებას, ვიმეორებ), მარა რო მოხდეს და აგებენ – დაწერენ მოვიგეთო. მერე? – აქციებს მოვაწყობთ? – ესტონეთი დაასანქცირებს?
ნუ იშტერებთ თავს!
შარშან – ველოდებოდით 26 ოქტომბერს
28 ნოემბრის მერე – ველოდებით 20 იანვარს
20 იანვრის მერე – ველოდებით “აი დათბესო და …“
დათბა!
აქციების ჩატარება უფრო გართულდა, რეპრესიების გამო, – თუ ამ დროში მეტი “მოვიგეთ“?
რა არი საჭირო? – 1000-ჯერ დავწერე მე, შენ ნუ წერო. OK – ჩუმად ვარ. უსმინეთ იმ მთქმელებს – რომლებიც არ ცდილობენ “გაჭამონ“ – ვითომ ეხლა, ბიძინა, ოქტომბერში, არჩევნებს, დემოკრატიულად წააგებს “კოლექტიურ ნაცმოძრაობასთან“ (მისი აზრით) – და “გაკვირვებული“ შეუშვებს თბილისის მერიაში სალომეს და ქუთაისის მერიაში, რა ვიცი იქ – გვარამიას? – და ბათუმის ფულის საჭრელი ტომარაც უნდა ვინმე გა-პუსტა-პუსტებულმა ოპოზიციონერმა მოიგოს?! – ამ დაშინების, კრიმინალის და ადმინ-რესურსის ზეიმში ხო? – yes, right 😃
და რო გააყალბებს, ნაგლად, რას უზამთ? – უტუტუტუუ? 😃 – ეგ ყველაფერი უკვე იყო.
Wake up guys, fucking wake up.
6 თვე უნდა გადადო ცხოვრება. ან ეხლა, ან არასდროს“, – აღნიშნულია წერილში.
შეგახსენებთ, რომ უჩა აბაშიძე 2024 წლის 9 მაისს დააკავეს – თბილისში ამ დროს „აგენტების კანონის“ საწინააღმდეგო საპროტესტო აქციები იმართებოდა.
მას და მის მეუღლეს, მარიამ იაშვილს, რომელიც ასევე დაკავებულია, პროკურატურა პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვება-შენახვას ედავება.
