ალერგოლოგ-იმუნოლოგი, ბიძინა კულუმბეგოვი ქვეყანაში ვაქცინაციის ტემპის შემცირებასთან დაკავშირებით „ფეისბუქის“ პირად გვერდზე პოსტს აქვეყნებს. როგორც ის წერს, კორონავირუსის მოსალოდნელი მეხუთე ტალღის ფონზე ვაქცინაცია განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რათა თავიდან იქნას აცილებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გაუარესება.
„საქართველო: – კოვიდი გადაიტანა მოსახლეობის 16.5% -მა (613 ათასმა ადამიანმა), მსოფლიოში ჩატარებული სეროპრევალენტობის კვლევები აჩვენებს, რომ ეს ციფრი რეალურად ორმაგდება არადიაგნოტირებულების და უსიმპტომოების ხარჯზე ანუ რეალური ციფრი ჩვენთან იქნება დაახლოებით 30-35%; აცრა გაიკეთა მოსახლეობის 21% – მა, დაზუსტებულ ინფორმაციას არ ვფლობ, მაგრამ ეჭვი მაქვს, აქ 80% ის ხალხია, ვინც ინფექცია უკვე გადაიტანა და ვირუსს თვალებში ჩახედა. გამოდის, ჩვენი მოსახლეობის 60 % სრულიად მოშიშვლებული ხვდება კოვიდის შემდეგ ტალღებს, რომლის აღმავალი მრუდი 2-2.5 თვეში გამოჩნდება. წუწუნს ჯობია, აიცრა და არ დაუშვა შემდეგი ტალღა ჩვენს ქვეყანაში“, – წერს კულუმბეგოვი სოციალურ ქსელში.