Friday, May 9, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“გამომიცხადეს, რომ უნდა დამაქვეითონ და ასე გამოხატონ ჩემი დასჯა… მივდივარ თბილისის მერიიდან”- ნანიკო ბრეგვაძე

March 17, 2025
“გამომიცხადეს, რომ უნდა დამაქვეითონ და ასე გამოხატონ ჩემი დასჯა… მივდივარ თბილისის მერიიდან”-  ნანიკო ბრეგვაძე

“მეც გახლავართ იმ სიმბოლურ პეტიციაზე ხელმომწერი… გამომიცხადეს, რომ უნდა დამაქვეითონ და ასე გამოხატონ ჩემი დასჯა… მივდივარ თბილისის მერიიდან,” – ამის შესახებ სოციალურ ქსელში თბილისის მერიის თანამშრომელი, ნანიკო ბრეგვაძე წერს.

“ღირსება ან გაქვს, ან არა, ადამიანი ხარ, ან არა, მონურ მენტალიტეტს ვერ შეიძენ, უბრალოდ ხარ მონა.

11 წელი ღირსებით, კეთილსინდისიერებით, დაგროვილი გამოცდილებით ვიმუშავე თბილისის მერიაში.

ბედნიერებაა, როცა ჩემს ირგვლივ არის თანამშრომელთა უდიდესი რაოდენობა, რომლებიც დღეს მერიასა და სერვისცენტრებში არიან დასაქმებულები და მათ დატრენინგებაში ჩემი წვლილიც არის. თითოეულ მათგანს და ყველა თანამშრომელს ვეტყვი, რომ მიყვარხართ. დარწმუნებული ვარ, თქვენც გიყვარვართ. აბა 11 წელს სხვა რა უნდა მოეტანა?

მეც გახლავართ იმ სიმბოლურ პეტიციაზე ხელმომწერი. „რეორგანიზაციის“ თეატრალური წარმოდგენის ფარგლებში, ჩემმა სკამებს ჩაჭიდებულმა ხელმძღვანელობამ, რომელთაც დავალების ბეჯითად შესრულების შემდეგ, ჩაჭიდება აღარ დაჭირდებათ, და ბედნიერად გააგრძელებენ მუშაობას, გამომიცხადეს, რომ უნდა დამაქვეითონ და ასე გამოხატონ ჩემი დასჯა. ვციტირებ, ავტორი თავად ამოიცნობს საკუთარ სინდისს: „11 წელი არასწორად იღებდი ოპერატორის თანხასო, 11 წელი სტაჟი არ არის, უბრალოდ დაგიგროვდაო, სხვა შშმ პირებს ვერ ვუზრდით ხელფასს და უსამართლობა რომ არ იყოს, ახლად მიღებულ შშმ პირებთან, შენ დაგაკლდაო“. ასეთი „სამართალია“ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მიმართ დღეს თბილისის მერიაში.

აქვე დავძენ, რომ „ყოვლის მომცველ გასაუბრებაზე“, ბედნიერი ღიმილით მოსაუბრე ირაკლი ხუნწარიძემ გამომიცხადა, რომ თურმე ჩემთან არ წყდება თანამშრომლობა, გვერდით მიდგას და მაფასებს და მთავაზობს დაქვეითებულ პოზიციას.

დასასრულ, დავამატებ, რომ ვცხოვრობ ქირით, მაქვს ბანკის საკმაოდ დიდი ვალდებულება, რომელსაც ხელფასით ვუზრუნველყოფდი.

ვიცი, რომ საკუთარ თავთან, ღირსებასთან და სინდისთან მართალი ვარ, ამიტომ მივდივარ თბილისის მერიიდან და ჩემი ხელფასით ერთ აგურს დავდებ მის აღმშენებლობაზე და მოვეხსნები, როგორც ტვირთი. გაჭირდა ცხოვრება, აბა როგორ?

მინდა ვუთხრა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, კვლავ ჩემი თემის გვერდით ვარ. ჩემი ორგანიზაცია „არტ არენა“ აქტიურად გააგრძელებს პროექტების განხორციელებას. დროებითი უსამართლობა ბუმერანგივით ბრუნავს.

ახლა პოსტ ოპერაციულ პერიოდში ვარ, გუშინ დავტოვე კლინიკა. დაგიბრუნდებით აქტიური და მოტივირებული. როცა ერთ კარს გიხურავენ, მეორე მზად არის რომ გაიღოს. არასოდეს დამიყრია ფარ-ხმალი და არც უიმედობას მივცემივარ. ვეძებ სამსახურს. მჯერა, რომ ესეც მალე გაივლის.

სიყვარულს გიტოვებთ და გთხოვთ, როცა საკუთარ თავთან მარტო დარჩებით, იფიქრეთ, რომ სასწორზე დავდე ჩემი თითოეული დღე, ვიცი, რომ გამოიდარებს.

დასასრულ, დაიმახსოვრეთ! სინდისი და ღირსება ან გაქვს, ან არა,” –  წერს ნანიკო ბრეგვაძე. 

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ქუთაისში, მდინარე რიონში 19 წლის გოგოს ცხედარი იპოვეს
  • ანდრო ჭიჭინაძე ევროპის კინოაკადემიის წევრი გახდა
  • „ნუთუ სინდისი არ გაწუხებთ?… ჯეი დი ვენ­სი ცდე­ბა…“ – რას წერდა რომის ახალარჩეული პაპი აშშ-ის ლიდერების შესახებ?

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge