Sunday, July 13, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“დიდი ჟივილ-ხივილია ატეხილი… არის აუარება ვერსია… შევეცადე დამეჯგუფებია და ისე გაწოდებთ… ბატონო ამირან, ბატონო პაატა…” – დავით გადელია

September 28, 2021
“დიდი ჟივილ-ხივილია ატეხილი… არის აუარება ვერსია… შევეცადე დამეჯგუფებია და ისე გაწოდებთ… ბატონო ამირან, ბატონო პაატა…” – დავით გადელია

ბოჭორიშვილის კლინიკის დირექტორი, დავით გედელია, კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის სადილის ფოტოების გავრცელებას “ფეისბუქის” პირად გვერდზე ეხმაურება:

“მოკლედ რაა…
დიდი ჟივილ-ხივილია ატეხილი ფოტოზე, სადაც ამირან გამყრელიძე სახელდახელო პურმარილზეა და განსხვავებული სასმისით (კრამიტით) სვამს ღვინოს. არის აუარება ვერსია, რატომ აკეთებს ამას მხცოვანი პროფესორი. შევეცადე დამეჯგუფებია ეს ვერსიები და ისე გაწოდებთ:

1. ამირან გამყრელიძე, რომელსაც 30 წელია ძალიან ახლოს ვიცნობ და ამდენი ხანი გაწონასწორებული, მშვიდი, ზომიერზე ნაკლები ჭამა- სმის მოყვარული ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებდა, სინამდვილეში ყოფილა ანონიმური, ჩუმი ალკოჰოლიკი, ამდენი ღვინო ერთბაშად პირველად ნახა და გაგიჟდა! დაივიწყა რომ ჩაკერებული აქვს და სმა არ შეიძლება- მოკლედ გააფუჭა ამდენი ნაშრომი-შეკავება..
2.ეს ძალიან ჰგავს პირველ ვერსიას, მაგრამ უფრო მეტი რეალობისთვის, ფანტასტიკურია: ფოტო გადაღებულია 30-იან წლებში ვოლგისპირეთში, შიმშილობის დროს და ღვინის გამო კი არა, საჭმელი რომ დაინახა, იმან აცდუნა! არ ცხვენია, ამ შიმშილობის დროს ნაყროვანობს!

3. სპეციალურად აწყობს ასეთ ქეიფებს რეგულაციის დარღვევებით. არაა გამორიცხული, რომ ჯიბიდან ჩუმად ვირუსიანი სინჯარა ამოიღო და სუფრას მოაფრქვია, რომ არ შეწყდეს პანდემია და კოვიდ მაფიამ კვლავ განაგრძოს თავისი ბნელი საქმე!

4. არის მეოთხე ვერსიაც, მაგრამ იმდენად ბანალური, უინტერესო ჩანს, არ იქნება მართალი. სადღაც პერიფერიაზე, მიყრუებულ, მაგრამ დიდ სოფელში, ჩვენი კოლეგები უდიდეს საქმეს აკეთებენ შერეულ მოსახლეობაში. უხილავ, საშინელ მტერთან ბრძოლაში მედგრად უჭირავთ (ბევრ პეროიან რეგიონზე უკეთესადაც!) პოზიციები. სოფლის ამ გადაღლილ, ცალკე ვირუსთან და ცალკე დაუჯერებელ მეზობლებთან ჯაჯგურით ღონეგაცლილ მეციხოვნეებისთვის, ამირან გამყრელიძის სტუმრობა დიდი მოვლენა, სტიმული გახლავთ.

ამასთან, როდესაც ამ სუპერთავშეკავებულმა კაცმა მათთან ერთად, ადგილობრივი წესებითაც, გლეხურად, ასე მოილხინა – ეს პოზიტივი კარგა ხანს გაჰყვებათ ენერგიად და მხნეობად, რაც მშვენივრად ესმის გამყრელიძეს… ხო მაგრამ, ეს ვერსია რა მოსატანია წინებთან…

ბატონო ამირან, ბატონო პაატა, ვიცი, რომ გამუდმებით დადიხართ რეგიონებში, ნახულობთ ხომ ყველაფერი წესრიგშია და თან ამხნევებთ ჩვენს მებრძოლებს ამ ომში. ორივე აცრა ცხადია ჩატარებული მაქვს, ახლა მალე ბუსტერსაც შემოვიღებთ და იმ დოზასაც გავიკეთებ. ჰოდა, წამიყვანეთ თან ეს უსაფრთხო კაცი ასეთი კარგი ხალხის გასამხნევებლად! აქედანვე წამოვიღებ რაც საჭიროა, რომ ადგილზე არ შევაწუხო და თან მარჯვენაც დავულოცო! აი, ესენი არიან მართლა მოღვაწენი! აქ ჭირს ხალხს ელემენტარული გააგებინო და წარმომიდგენია სოფლებში რა ძნელია. მადლობის სათქმელად წამოვალ და ვეტყვი – გინდაც ჭიქით, გინდაც კრამიტით ხელში!.. აკაკუნონ მერე აქ ნაცარქექიებმა რამდენიც უნდათ – ეს რა ქნა, ღვინო რამ დაალევია კრამიტითო..,” – წერს დავით გადელია სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, 2021 წლის 25 სექტემბერს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ თანამშრომლებთან ერთად ველისციხეში ვაქცინაციის ცენტრი მოინახულა და მოსახლეობას შეხვდა, ამის შესახებ ინფორმაციას ფოტოებთან ერთად სტუდია “მონიტორი” ავრცელებს.

გამოცემის თანახმად, წყარომ მიაწოდა ფოტოები, სადაც ჩანს, რომ NCDC-ის თანამშრომლები „მარან ველისციხურში“ სადილობისას რეგულაციებს არღვევენ. მოქმედი რეგულაციების მიხედვით, ღია სივრცეში სკამების საზურგეებს შორის მანძილი უნდა იყოს 1 მეტრი.

May be an image of 3 people, people sitting and people standing

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • „თუ ამ სიმპტომებიდან 5 მაინც გაქვთ და ეს 2 კვირაზე მეტხანს გრძელდება…“ – ნახეთ, ექიმის გაფრთხილება
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას ხვალ?
  • რატომ გამოცხადდა “ბათუმი მოლში“ ევაკუაცია?

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge