მომღერალ ვერიკო ტურაშვილის მამა კორონავირუსით გარდაიცვალა.
სამწუხარო ინფორმაციას მომღერალი სოციალურ ქსელში ავრცელებს.
“პანაშვიდი დღეს და ხვალ 4-საათზე და გასვენება შაბათს 14.00-ზე ღვთისმშობლის შობის ეკლესიიდან(ერისთავის 2, დიდუბის მეტროს მიმდებარე ტერიტორია)”
ვერიკო ტურაშვილმა მანამდე დაწერა, რომ მამა აცრიდან გაექცა დეზინფორმაციის გამო.
“„ერთი თვის წინ ჩემი მშობლები დაინფიცირდნენ COVID-ით. დედას აცრა ჰქონდა გაკეთებული და მამა აცრიდან გაგვექცა ამდენი დეზინფორმაციის კითხვით და სმენით. ნუ, . დედამ უმარტივესად გადაიტანა და მამამ ძალიან მძიმედ და ჯერ ისევ ურთულეს ეტაპზე ვართ,” – წერდა ვერიკო ტურაშვილი.