ელისო ფაჩუაშვილი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს, რომლითაც ნიკა კვარაცხელიას მკვლელობას ეხმაურება.
ახალგაზრდა ქალი საკუთარი ცხოვრების ტრაგიკულ ამბავს იხსენებს:
“მამაჩემი იყო ეგრეთ წოდებული “კანონიერი ქურდი”- ეს ბევრმა იცით.
იგი ემსხვერპლა ქურდულ გარჩევებს თუ შურისძიებას, როგორც ძირითადად ხდება ხოლმე.
მასთან ერთად მანქანაში ჩაცხრილეს 16 წლის ბიჭი რომელიც მას ღვინის საყიდლად გაყვა სახლიდან, ახალი წელი იყო.
ამ ბიჭის ადგილას მე უნდა ვყოფილიყავი, (მამაჩემი გვერდიდან არ მიშორებდა როცა მასთან ვიყავი) უბრალოდ დედაჩემის სიჯიუტემ გადამარჩინა რომელმაც იმ ახალ წელს არ გამიშვა მასთან და ეს დიდ ალიაქოთად დაუჯდა. ფატიურად მეორედ მაჩუქა სიცოცხლე დედაჩემმა.
იმდენჯერ მიფიქრია ამ ამბავზე როგორ შეეწირა სხვების მახინჯ ცზოვრების წესს ეს უდანაშაულო 16 წლის ულამაზესი ბიჭი, რომელის ადგილასაც მე შეიძლება აღმოვჩენილიყავი ყველა დაშვებით რო არა დედაჩემის სიჯიუტე.
მარტო იმიტომ ვუხდი მადლობას წინა ხელისუფლებას მთელი ამ ხნის მანძილზე, რომ შეძლეს და კრიმინალური სამყარო, რომელიც ცხოვრებას უმახინჯებდა უამრავ ადამიანს და მათ შორის მათი ოჯახის წევრებს, წელში გადატეხეს. დიახ ზუსტად ასე! ცდილობდნენ ბოლომდე ამოეძირკვათ ეს მანკიერი საბჭოთა კაგებეს მიერ შექმნილი მონსტრი.
სამაგიეროდ დღევანდელი ხელისუფლება დგას მათ ზურგზე, თავს ანგარიშვალდებულად მიიჩნევს მათ წინაშე, რადგან არჩევნებში ყოველი მათი გამარჯვება დიდწილად მათი დამსახურებაა. ხოდა ასე ჩახუტებულებულები გვამხობენ თავზე ქვეყანას.
ამ ახალგაზრდა ბიჭის მკვლელობამ შემძრა და მკვლელობის სავარაუდო ვერსიამ ჭრილობები განმიახლა…
პ.ს. მამაჩემი კარგი მამა იყო
სრულად დემორალიზებული ვარ…” – წერს ელისო ფაჩუაშვილი სოციალურ ქსელში.