“როდესაც სანქციებზეა საუბარი, სანქციებმა შესაძლოა იზოლაციის ისეთი ხარისხი გამოიწვიოს ამ რეჟიმისა, დასაკარგი აღარაფერი ჰქონდეთ, ისეთ ქმედებებზე გადავიდნენ, რომ ამით უკვე რეჟიმი კი არა, ქვეყანა და ხალხი დაზარალდება”- აცხადებს გედევან ფოფხაძე ალიასთან ინტერვიუში
“არის სანქციების ნაწილი, რომელიც ხალხს და ქვეყანას არ აზარალებს და მხოლოდ კონკრეტულ პერსონებს შეუქმნის პრობლემებს, მაგრამ არის სანქციები, რომლებიც ამ პერსონების პარალელურად, ხალხს მძიმე მდგომარეობაში ჩააგდებს. შეხვალთ მაღაზიაში და პური ეღირება 10 ლარი, პირობითად.
სხვა პროდუქტი და პროდუქცია რა ეღირება, თავად განსაჯეთ. ლარი დოლართან მიმართებაში გაუფასურდება, 1 დოლარი 5 ლარი და მეტი ეღირება. მესმის, ადამიანი დგას რუსთაველზე, ითხოვს ევროპულ არჩევანს, კანონიერად ითხოვს ახალ არჩევნებს და მერე მიდის მაღაზიაში, რომ შვილს საკვები, წამალი უყიდოს და ვერ ყიდულობს, რადგან სანქციებმა ქვეყანა გაწყვიტა წელში”- აცხადებს გედევან ფოფხაძე.