საქართველოს თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, თინათინ ხიდაშელმა “მთავარი არხის” ეთერში, გადაცემაში “მთავარი აქცენტები” ვირუსზე გამარჯვებასა და უმძიმეს პოსტკოვიდურ მდგომარეობაზე ისაუბრა.
“ახლა უკვე იმ ეტაპზე ვარ, როდესაც მეც მჯერა, რომ ყველაფერი კარგად დასრულდება და ამ პროცესს ძალიან დიდი ხანი არ დასჭირდება, თუმცა ამის დაჯერების ფაზა სულ ცოტა ხნის წინ დადგა. გადაპარსული თავი მეც მომეწონებოდა სხვა მიზეზით რომ გადამეპარსა, სტილიტის რჩევით, ან რაიმე სხვა მიზეზით, არაუშავს, ამასაც ეშველება და იმედია, ყველაფერი ნორმალურად დასრულდება, უკვე შვიდი თვე სრულდება და მჭირდება ფიზიკური რეაბილიტაცია.
ძალიან რთულია შვიდი თვე საკუთარ თავს შეძახილის მდგომარეობამდე ამყოფებდე, რომ არ უნდა დაეცე, არ უნდა დამარცხდე, არ უნდა დანდებდე, სულ კარგ ხასიათზე უნდა იყო, სხვებისთვის, შენი ოჯახის წევრებისთვის, რომ ეს სიმძიმე არ გავრცელდეს და ყველა ამ უბედურების ნაწილი არ იყოს. იმედია, მალე გაირბენს ეს პერიოდი და დამოუკიდებლად ვივლი, თქვენთან ჩართვით აღარ ვიქნები და სტუდიაში მოსვლას შევძლებ.
1-2 თვის წინ საერთოდ ვერ დავდიოდი ჩემით… ახლა უკვე შემიძლია ჯოხებით სიარული, მაგრამ დამოუკიდებლად სიარული არ შემიძლია. ოთახის დისტანცია ერთადერთია, სადაც შემიძლია გავიარო უკიდურეს შემთხვევაში…
პირბადე და სხვა წესების დაცვა ძალიან მნიშვნელოივანია, მაგრამ აბსოლუტური გარანტია იმის, რომ არ შეგვეყრება ვირუსი და თუ მაინც შეგვეყრება, ცოცხლები გადავრჩებით, აცრის გარდა ვერაფერი ვერ გვაძლევს, – ამბობს თინათინ ხიდაშელი ნიკა გვარამიასთან ინტერვიუში.
ხიდაშელის თქმით, ივნისში, გერმანიაში ყოფნისას კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინიც აიცრა.