მსახიობი და ტელეწამყვანი ია ფარულავა “ფეისბუქის” პირად გვერდზე იმ ადამიანებისთვის გასცემს რჩევებს, რომლებიც ვაქცინაციაზე წასასვლელად ემზადებიან:
“მე არავინ მეკითხება მაგრამ მაინც დავწერ:
ვინც მიდიხართ აცრაზე გაიკეთეთ 2 / 2 პირბადე, ფარი, ასხურეთ სპირტი ჰაერში და თქვენს გარშემო… არავინ იცის რიგში დგას თუ არა უკვე დაავადებული…” – წერს ფარულავა სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსის 4 128 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გვერდზე განთავსდა.
ქვეყანაში ბოლო 24 საათში 5 611 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 79 პაციენტი.
ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 43 653 ტესტი.
ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: ბოლო 14 დღის – 10.77%, ბოლო შვიდი დღის – 10.51%.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 532 171 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 468 917 გამოჯანმრთელდა, 7 028 კი გარდაიცვალა.
სულ აცრილია – 1 065 848 ადამიანი, დღიურად აცრილია 26 700. სრულად აცრილია 331 736, ხოლო ერთი დოზით აცრილია 734 112.
ამასთან, 25 აგვისტოს მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 5 021 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 5 041 პაციენტი.
https://mix.metronome.ge/20580-2/