“თქვენ არ განგიხილავთ მტკიცებულებები, ისე მომისაჯეთ პატიმრობა…”- ასე მიმართა “ქართული ოცნების” რეჟიმის პატიმარმა ვეფხვია კასრაძემ მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძეს.
“აცილებას ვეთანხმები, რადგან არანაირი განხილვა არ ყოფილა იმაზე, რა ბრალიც წამიყენა პროკურორმა. თქვენ არ განგიხილავთ მტკიცებულებები, ისე მომისაჯეთ პატიმრობა. ერთ რამეში მადლობასაც გეტყვით – მომეცა საშუალება და ჩემი სამშობლოსთვის ვეწამე.
თქვენ ამ სასჯელის მოსჯით მე თავისუფლება კი არ წამართვით, პირიქით, ასეთი თავისუფალი არასდროს ვყოფილვარ, მინდა იცოდეს ყველამ, თავისუფლება მოვიპოვე, რაღაც ტვირთი მომეხსნა.
ერთი რაღაც მინდა, გკითხოთ ბატონო მოსამართლე, მოძღვარი თუ გყავთ? როგორც ადამიანი ადამიანს გეკითხებით, თუ გყავთ მოძღვარი? თუ არ გყავთ მოძღვარი, გირჩევთ, გყავდეთ და მოინანიოთ ეს ცოდვა, ეს არის ბოროტება რასაც თქვენ აკეთებთ ბატონო მოსამართლე. ბოროტებაა, როდესაც ასეთ ახალგაზრდებ… საქართველოს ვხედავ ამ ახალგაზრდებში, არარსებულ დანაშაულზე სასჯელს უსჯით და ცხოვრებას უზიანებთ, მათ დედებს ცრემლიანებს ტოვებთ, ვინ მოგცათ ამის უფლება, მითხარით? ეს არანაირ სამართალში არ ჯდება… სამართლებრივი და მორალური უფლება არ გაქვთ, ეს სხდომა წაიყვანოთ.”- ამბობს ვეფხვია კასრაძე.
შეგახსენებთ, რომ დაკავებულებიდან სამს – ზვიად ცეცხლაძეს, ვეფხია კასრაძესა და ვასილ კაძელაშვილს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას ედავებიან. მათ 6-დან 9-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.