ჩხუბი ბენზინის რიგში – რუსი კაცები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.
უკრაინული თავდასხმების გამო რუსეთში საწვავის სერიოზული დეფიციტია. რუსებს ბენზინის შესაძენად ბენზინგასამართ სადგურებთან კილომეტრიან რიგში დგომა საათები და ზოგჯერ მთელი ღამეც უწევთ. საწვავის გაყიდვასთან დაკავშირებით ნავთობკომპანიები და ბენზინგასამართი სადგურები შეზღუდვებსაც აწესებენ. ავტომობილების კილომეტრიანი რიგებია მოსკოვშიც. უკრაინელები რუსეთის სხვადასხვა რეგიონში ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს ინტენსიურად ბომბავენ.
