ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის” ყოფილი დირექტორი და ქიბარ ხალვაშის ადვოკატი პაატა სალია მეთერთმეტე მოწვევის პარლამენტის წევრი ხდება. „ქართული ოცნების“ სიის 96-ე ნომერი ამბობს, რომ არ აპირებს საპარლამენტო მანდატზე უარის თქმას – ინფორმაციას “რადიო თავისუფლება” ავრცელებს.
ვინ არის პაატა სალია და რა განათლება აქვს მიღებული?
როგორც ცნობილია, აფხაზეთიდან დევნილ ადვოკატს საკმაოდ წარმატებული კარიერა აქვს. მისი პრაქტიკა მოიცავს როგორც ადგილობრივ და უცხოელ ინვესტორებთან მუშაობას, ასევე გამოცდილება აქვს ფინანსურ და ბიზნეს სექტორებში, ენერგეტიკის ჩათვლით.
სალია 4 ენას ფლობს – ინგლისურს, ფრანგულს, ბერძნულსა და რუსულს. განათლება ჯერ საქართველოში კავკასიის უნივერსიტეტში მიიღო [2006-2009 წლებში], შემდეგ კი მაგისტრის დიპლომი ჩიკაგოში, კენტის სამართლის უნივერსიტეტში აიღო.
მას ეკავა ტელეკომპანია “რუსთავი 2-ის” გენერალური დირექტორის პოზიცია 2019-2022 წლებში.
კომპანიები სადაც მისი სახელი ფიქსირდება:
შპს “გაბუნია და პარტნიორების” წილის მფლობელია, დიმიტრი გაბუნიასა და ფრიდონ მჭედლიძესთან ერთად.
ასევე ხათუნა პაიჭაძესთან და დიმიტრი გაბუნიასთან ერთად შპს “სტრატეგიული დაგეგმვისა და კომუნიკაციის ცენტრის” წილშია. ამასთან 50%-იან პარტნიორობაშია შპს “ჯი ეს ლიგალ საქართველოში”.
ოჯახი
ადვოკატს მეუღლე და ერთი შვილი ჰყავს. ქეთევან ჯელაძე, სალიას მსგავსად აფხაზეთიდან დევნილი ადვოკატია და დამთავრებული აქვს კავკასიის უნივერსიტეტი. ახლა კი ქართული იურიდიული ფირმის თანამშრომლობის მმართველი პარტნიორია მაია მესხთან ერთად.
წყარო: fortuna.ge