რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.
მოქალაქეები პარლამენტის წინ იკრიბებიან. ადგილზე იმყოფებიან მასწავლებლებიც.
რუსთაველის გამზირი გადაკეტილია.
რა ხდება ამ წუთებში ადგილზე – იხილეთ “მეტრონომის” ფოტოკოლაჟი.
თბილისში საპროტესტო აქცია უკვე მე-6 დღეა მიმდინარეობს. მოქალაქეების პროტესტი ხელისუფლების განცხადებას მოჰყვა, რომლის მიხედვითაც, ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი 2028 წლამდე დღის წესრიგში არ დადგება.