მსოფლიოს ბედნიერების ანგარიშის თანახმად, რომელიც 2021-2023 წლებს მოიცავს, ბედნიერების მხრივ საქართველო 143 ქვეყანას შორის 91-ე ადგილზეა. რეიტინგში საქართველოს წინ მოზამბიკია, საქართველოს შემდეგ კი – ერაყი. 2020-2022 წლების ანგარიშში ქვეყანა 90-ე ადგილზე იყო.
საქართველო ბედნიერების რეიტინგში პოსტსაბჭოთა ქვეყნების უმრავლესობას, მათ შორის ლიეტუვას, ლატვიას, ესტონეთს, უზბეკეთს, ყაზახეთს, რუსეთს, ყირგიზეთს, სომხეთსა და ტაჯიკეთს ჩამორჩება.
ბედნიერების ინდექსით, სამეზობლოში საქართველოს ჩამორჩებიან – თურქეთი (98-ე ადგილი), აზერბაიჯანი (101) და უკრაინა (105).
ანგარიშში რეიტინგი შედგენილია ასაკობრივი ჯგუფების მიხედვითაც 30 წლამდე ადამიანების შეფასებების მიხედვით საქართველო მსოფლიოში 78-ე ადგილს იკავებს. 60 წელს გადაცილებული მოქალაქეებში კი 91-ე.
ყველაზე ბედნიერი ქვეყნების ათეულში ევროპის 9, ევროკავშირის წევრი კი 5 ქვეყანაა. ევროკავშირის ქვეყნების უმრავლესობა პირველ ორმოცდაათეულშია.
პირველი ათეული ასე გამოიყურება:
1. ფინეთი
2. დანია
3. ისლანდია
4. შვედეთი
5. ისრაელი
6. ნიდერლანდები
7. ნორვეგია
8. ლუქსემბურგი
9. შვეიცარია
10. ავსტრალია
Gallup-ის რეიტინგის მიხედვით ყველაზე დაბალი ინდექსი (143) ავღანეთს აქვს. ის ამ სიის ბოლო ქვეყანაა. სამეულშია – ლიბანი და ლესოთო.
რეიტინგის ბოლო ათეულის ქვეყნებია:
143. ავღანეთი
142. ლიბანი
141. ლესოთო
140. სიერა ლეონე
139. კონგო
138. ზიმბაბვე
137. ბოცვანა
136. მალავი
135. ესვატინი
134. ზამბია