ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში საგანგებო ინფორმაციას ავრცელებს. ჟურნალისტი არჩევნების მიმდინარეობის პროცესში შანტაჟის ფაქტზე საუბრობს და წერს, რომ საქართველოს ერთ-ერთ სოფელში ოჯახს მომაკვდავი შვილის მკურნალობის დაფინანსება მმართველი გუნდისთვის ხმის მიცემის პირობით შესთავაზეს. კომენტარებში ადასტურებენ, რომ ეს ფაქტი აქამდეც არაერთ არჩევნებზე დაფიქსირებულა.