გოგი წულაია სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს. ციხიდან გათავისუფლების შემდეგ პოლიტიკოსმა მადლობა გადაუხადა ყველა იმ ადამიანს, რომელმაც მას მხარდაჭერა გამოუცხადა.
“მეგობრებო , მადლობა მხარდაჭერისთვის, ბევრი შეტყობინება მომდის და ყველას ვერ გპასუხობთ.
მადლობა კიდევ ერთხელ, ყოველთვის თქვენ გვერდით მიგულეთ.” – წერს წულაია სოციალურ ქსელში.
გოგი წულაია 17 მარტს დააკავეს. მას თავდაპირველად ბრალი 126-ე, ძალადობის მუხლით წარეგდინა, თუმცა 18 მარტს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლი 138-ე მუხლად გადაკვალიფიცირდა, რაც გულისხმობს სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ქმედებას, რომელიც არ შეიცავს ამ კოდექსის 137-ე მუხლით (გაუპატიურება) გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებს, ჩადენილი ძალადობით, ძალადობის მუქარით ან დაზარალებულის უმწეობის გამოყენებით.
გოგი წულაიას 19 მარტს სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა.